რუგანი: ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო

რუგანი: ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო

ახალი ამბები / ფეხბურთი
24-05-2020, 00:00
ტურინის იუვენტუსის მცველი დანიელე რუგანი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც კორონავირუსი აღმოუჩინეს. ამ თემაზე იტალიელმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.
 
"ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ, თუმცა რამდენიმე თვის წინ უცნაურად ვიყავი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაფერი კარგად დასრულდა. ყველა ექიმს და ექთანს დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ჩემს გამოჯანმრთელებაში წვლილი შეიტანა.
 
როცა გავიგე, რომ დაინფიცირებული ვიყავი, ძალიან შემეშინდა, რადგან ფეხმძიმე შეყვარებულთან მქონდა კონტაქტი და არ მინდოდა მასაც მსგავსი პრობლემა ჰქონოდა. მთელი ამ დროის მანძილზე ერთმანეთს გვერდში ვედექით, რაც ძალიან დამეხმარა. როცა ტესტის პასუხი გავიგე, უმალ გადავწყიტე, რომ იზოლაციაში ვყოფილიყავი. ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო.
 
ვუყურებ ბუნდესლიგას და ძალიან უცნაურია როგორ ეკონტაქტებიან ფეხბურთელები ერთმანეთს თამაშისას. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ ეს ყველაფერი სწორი და ძალიან საჭიროა."-თქვა იტალიელმა. 
 
შეგახსენებთ, რომ რუგანის კორონავირუსი 2 თვეზე მეტი ხნის წინ აღმოუჩინეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
კომენტარები
დიბალა და რუგანი კორონავირუსს ამარცხებენ
დიბალა და რუგანი კორონავირუსს ამარცხებენ...
16-04-2020, 09:16
იბრა:"ადრიანო ცხოველი იყო"
იბრა:"ადრიანო ცხოველი იყო"...
12-04-2020, 00:22
რუგანის მეუღლე: "ორსულად ვარ და ვირუსის ძალიან მეშინია"
რუგანის მეუღლე: "ორსულად ვარ და ვირუსის ძალიან...
19-03-2020, 00:06
დიბალას კორონავირუსი არ აქვს - არგენტინელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა
დიბალას კორონავირუსი არ აქვს - არგენტინელმა...
14-03-2020, 10:02
დიბალას ტესტის პასუხები ცნობილია
დიბალას ტესტის პასუხები ცნობილია...
14-03-2020, 00:31
ტოჩინოშინი: "დიდ მადლობას ვუხდი მთელ ერს, და  ბოდიშ ვუხდი, რადგან...."
ტოჩინოშინი: "დიდ მადლობას ვუხდი მთელ ერს, და ...
15-11-2019, 22:23
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно