როდის დაბრუნდება ოლივერ კანი ბაიერნში ცნობილია

როდის დაბრუნდება ოლივერ კანი ბაიერნში ცნობილია

---
12-07-2019, 22:48



მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კაპიტანი და ლიდერი, ლეგენდარული ოლივერ კანი, თავის კლუბს მომავალ წელს უნდა დაუბრუნდეს.
ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "ტიტანი" "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობაში ადგილს 2020/21 წლების სეზონიდან დაიკავებს.
ოლივერ კანი ახლახანს შეხვდა გერმანული გრანდის ბოსებს და საქმიანი საუბარი შედგა. "ბაიერნმა" ოლის ორი წელი მისცა, რათა გამოცდილება დააგროვოს.
ბოლო ინფორმაციით, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ოლივერ კანი კარლ-ჰაინც რუმენიგეს შეცვლის და კლუბის ახალი გენერალური დირექტორი გახდება.
ოლივერ კანი მიუნხენური გრანდის ღირსებას 1994-2008 წლებში იცავდა და 632 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно