ალონსო მწვრთნელი გახდა

ალონსო მწვრთნელი გახდა

---
12-07-2019, 09:06



ცნობილი ესპანელი ნახევარმცველი და ახლა უკვე მწვრთნელი ჩაბი ალონსო "სოსიედადის" მე-2 გუნდის დამრიგებელი გახდა. 
ის გასულ სეზონში სან-სებასტიანელთა 14-წლამდელთა კლუბს მოძღვრავდა, ახლა კი დააწინაურეს. 
შეგახსენებთ, რომ ბასკი ფეხბურთელი კარიერას სწორედ "სოსიედადში" იწყებდა და ამ გუნდში 1999/2004-წლებში ირიცხებოდა, შემდეგ კი "ლივერპულში" გადაბარგდა, კარიერა კი 2017 წელს მიუნხენის "ბაიერნში" დაასრულა. 

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно