ბეილს ნიუკასლი არ აინტერესებს

ბეილს ნიუკასლი არ აინტერესებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
17-05-2020, 00:04
როგორც გამოცემა FOOTBALL-ESPANA იტყობინება, გარეთ ბეილი არ აპირებს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს და ნიუკასლის მაისური მოირგოს. მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა "კაჭკაჭების" ამჟამინდელი მფლობელისა და არაბეთის სამეფო ოჯახის შეთანხმების შესახებ, უცხოური მედია ინგლისურ კლუბს უამრავ ვარსკვლავს უკავშირებს და ერთ–ერთი ასეთი სწორედ მადრიდის რეალის უელსელი შემტევია.
ესპანური მედიის წარმომადგენლები ბოლო დროს ხშირად იუწყებოდნენ, რომ გარეთ ბეილი ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედიოდა და კლუბი ზაფხულში ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენებას აპირებდა, თუმცა ზემოთხსენებული წყარო ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს "სამეფო კლუბში" დარჩენა კონტრაქტის ამოწურვამდე სურს.
კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно