ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონი აღარ განახლდება

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონი აღარ განახლდება

---
27-04-2020, 14:48



ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონი აღარ განახლდება. BBC-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა კლუბებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
შესაბამისად, 1945 წლის შემდეგ პირველად, ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატს გამარჯვებული არ ეყოლება და ქვედა ლიგაშიც არავინ დაქვეითდება. ევროსაგზურები კი გადანაწილდება იმ სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, რა პოზიციებსაც გუნდები ჩემპიონატის შეწყვეტის დროს იკავებდბნენ.
მომდევნო სეზონში „აიაქსი” ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური, „ალკმაარი“ კი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. „ევროპა ლიგაზე“ კი ნიდერლანდებს „ფეიენოორდი”, პსვ და „ტილბურგი” წარადგენენ.

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно