ჰაკიმის აგენტმა ინფორმაცია რეალთან ახალი კონტრაქტის შესახებ უარყო

ჰაკიმის აგენტმა ინფორმაცია რეალთან ახალი კონტრაქტის შესახებ უარყო

---
5-04-2020, 00:06



მადრიდის ,,რეალის'' მცველის, აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, ფეხბურთელმა ,,სამეფო გუნდთან'' ახალი კონტრაქტი გააფორმა.
,,რეალთან ახლა ის კონტრაქტი გვაკავშირებს, რომელზეც 2017 წელს შევთანხმდით და 2022 წლამდე გრძელდება.
უნდა მოვითმინოთ... კორონავირუსთან დაკავშირებული რთული პერიოდის დასრულების შემდეგ ,,რეალთან'' და ,,დორტმუნდთან'' მოვილაპარაკებთ.'' - განაცხადა კამანომ.
ჰაკიმმა, რომელიც არენდით დორტმუნდის ,,ბორუსიაში'' თამაშობს, მიმდინარე სეზონში გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно