სიხარულიძემ უკრაინელები ჰაერიდან დაატერორა!.. ლოკომოტივის პირველი გამარჯვება თურქულ შეკრებაზე

სიხარულიძემ უკრაინელები ჰაერიდან დაატერორა!.. ლოკომოტივის პირველი გამარჯვება თურქულ შეკრებაზე

ახალი ამბები / ფეხბურთი
15-02-2020, 15:24
თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე მეორე ტესტმატჩი საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან გამართა და გაიმარჯვა. ლევან კორღალიძის გუნდს უკრაინის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანი "მარიუპოლი" დაუპირისპირდა, რომელმაც წინა დღეს თამაზ პერტიას "ვალმიერა"... 9:0 დაამარცხა...
ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს - უკვე მე-2 წუთზე, ვიტორ კორნიენკოს გადაცემით, დანილო იგნატენკომ დასწრებაზე ითამაშა და სამიოდ მეტრიდან ზუსტად დაარტყა.
"ლოკომოტივმა" წონასწორობა მალევე აღადგინა. მე-14 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან განვითარებული შეტევის დროს ირაკლი სიხარულიძემ "მეორე სართულზე" ბრძოლა მოიგო და ბურთი თავით გაგზავნა კარში - 1:1.
26-ე წუთზე თბილისელთა ფორვარდს თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა,  მაგრამ მისი თავური ამჯერად "მარიულოპის" მეკარე ევგენი გალჩუკმა მოიგერია და გუნდი გოლისგან იხსნა. თუმცა გავიდა ერთი წუთი და იგივე გალჩუკი სიხარულიძის მორიგის თავურის წინაშე უძლური აღმოჩნდა.
საერთოდ, სიხარულიძემ მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და 64-ე წუთზე ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეტოქე მეკარემ ერთხელაც გადაარჩინა.
როგორც უკრაინული კლუბის ვებგვერდი გვამცნობს, პირველ ტაიმში "ლოკომოტივი" მაღალ ტემპში თამაშობდა და "მარიუპოლმა" შესვენების შემდეგღა მოახერხა ამ ტემპის დაგდება, რის შემდეგაც გუნდებმა თამაშის დარჩენილი ნაწილი ძირითადად პოზიციურ ბრძოლაში გაატარეს. საბოლოოდ პირველი ტაიმის ანგარიში აღარ შეცვლილა და "ლოკომოტივმა" 2:1 გაიმარჯვა.
"ლოკომოტივი": შეროზია, უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, შონია, ძებნიაური, კობახიძე, დარციმელია, ინჯგია, სიხარულიძეშეცვლაზე: მამარდაშვილი, გავაშელიშვილი, ულადი, დ. კირკიტაძე, ჯინჯოლავა, მჭედლიშვილი.
კომენტარები
რეალი სოსიედადთან დამარცხდა და ესპანეთის თასს გამოეთიშა
რეალი სოსიედადთან დამარცხდა და ესპანეთის თასს...
7-02-2020, 00:20
16 წლამდელებმა ბელარუსს თანატოლებს 2:0 მოუგეს
16 წლამდელებმა ბელარუსს თანატოლებს 2:0 მოუგეს...
3-02-2020, 11:13
კოპა იტალია - მილანი ნახევარფინალშია, იბრაჰიმოვიჩმა სან სიროზეც გაიტანა
კოპა იტალია - მილანი ნახევარფინალშია,...
29-01-2020, 13:36
კოპა დელ რეი - რეალმა უნიონისტა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა
კოპა დელ რეი - რეალმა უნიონისტა დაამარცხა და...
23-01-2020, 11:58
რეკორდი?  ბელგიამ 40 გოლი გაიტანა
რეკორდი? ბელგიამ 40 გოლი გაიტანა...
20-11-2019, 10:40
3:1-ბაიერნმა რეალი დაამარცხა
3:1-ბაიერნმა რეალი დაამარცხა...
21-07-2019, 14:20
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно