ლეიკერსმა ფინიქსს 25 ქულით მოუგო

ლეიკერსმა ფინიქსს 25 ქულით მოუგო

ახალი ამბები / კალათბურთი
11-02-2020, 11:37
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა'' ,,ფინიქს სანსს'' უმასპინძლა და 25-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 125-100 დაამარცხა. ვოგელის გუნდმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო.

,,ლეიკერსს'' ენტონი დევისმა ულიდერა, რომელმაც 31 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. 17 ქულას, 9 შედეგიან გადაცემას, 8 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი ლებრონ ჯეიმსმა.

,,სანსის'' რიგებში 18 ქულით, 6 მოხსნით, 3 პასით, 1 დაფარებითა და 1 ჩაჭრით მიკალ ბრიჯესი გამოირჩა. 10 ქულა, 5 ასისტი და 4 მოხსნა იყო დევინ ბუკერის ანგარიშზე.

,,ლეიკერსი'' 40 მოგებითა და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციის პირველ პოზიციაზეა, ,,ფინიქსი'' კი 21 მოგებითა და 33 წაგებით კონფერენციაში მეცამეტეა.
კომენტარები
ჯეიმსი და ანტეტოკუმპო - NBA-ის თვის საუკეთესო მოთამაშეები
ჯეიმსი და ანტეტოკუმპო - NBA-ის თვის საუკეთესო...
5-02-2020, 17:14
კავაის 43 ქულა - კლიპერსმა შინ კლივლენდი გაანადგურა
კავაის 43 ქულა - კლიპერსმა შინ კლივლენდი...
15-01-2020, 12:43
რეალმა" გიორგი შერმადინი ვერ შეაჩერა, მაგრამ...
რეალმა" გიორგი შერმადინი ვერ შეაჩერა, მაგრამ......
7-10-2019, 01:29
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно