რაშფორდი ახალი კონტრაქტით კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს

რაშფორდი ახალი კონტრაქტით კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს

---
1-07-2019, 01:03



,,მანჩესტერ იუნაიტედი'' და მარკუს რაშფორდი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. Espn-ის ცნობით, ახალი ხელშეკრულების თანახმად, თავდამსხმელის ხელფასი კვირაში 200 ათასი ფუნტი (223 ათასი ევრო) იქნება.
,,იუნაიტედში'' ყველაზე მაღალ ხელფასს ალექსის სანჩესი იღებს, ყოველკვირეულად ,,წითელი ეშმაკები'' ჩილელს 391 ათას ფუნტს (436 ათასი ევრო) უხდიან.
მარკუს რაშფორდის გადაბირებით კატალონიის ,,ბარსელონა'' და მადრიდის ,,რეალი'' ინტერესდებიან. გასულ სეზონში 23 წლის ინგლისელმა ,,მანჩესტერის'' მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно