კობი ბრაიანტის სიკვდილთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

კობი ბრაიანტის სიკვდილთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ახალი ამბები / კალათბურთი
29-01-2020, 21:59
ESPN-ის ინფორმაციით, რომელსაც გამოცემა ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის (NTSB) სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს, ვერტმფრენი, რომელშიც კობი ბრაიანტი და სხვა ადამიანები იმყოფებოდნენ, საფრენი აპარატის 6-9 მეტრის ზევით მდებარე ბორცვს შეეჯახა.

NTSB-დან განაცხადეს, რომ შეჯახებამდე ვერტმფრენი ცდილობდა ღრუბლების ფენიდან გამოსვლას, შემდეგ მარცხნივ მოუხვია და ამის შემდეგ ბორტთან კავშირი დაიკარგა. ამ დროს სატრანსპორტო საშუალება მიწიდან 700 მეტრზე იმყოფებოდა. ვარდნის დაწყებიდან ძირს დაცემამდე დრო, დაახლოებით, 1 წუთს შეადგენდა.

ასევე, NTSB-ში დაადასტურეს, რომ ვერტმფრენს არ გააჩნდა ხმელეთის ობიექტებთან შეჯახებისაგან გამაფრთხილებელი სისტემა; ეგრეთ წოდებული შავი ყუთი,


ანუ საბორტო თვითჩამწერი და არც პილოტის საუბრის ჩამწერი მოწყობილობა. ამ მიზეზების გამო ტრაგედიის მიზეზების გამოძიებას, დაახლოებით, 1 წელი დასჭირდება.
კომენტარები
კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი გავრცელდა
კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი...
28-01-2020, 13:12
კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა...
27-01-2020, 00:18
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно