კავაის 43 ქულა - კლიპერსმა შინ კლივლენდი გაანადგურა

კავაის 43 ქულა - კლიპერსმა შინ კლივლენდი გაანადგურა

ახალი ამბები / კალათბურთი
15-01-2020, 12:43
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსმა'' ,,კლივლენდ კავალიერსს'' უმასპინძლა და 25-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 128-103 დაამარცხა. დოკ რივერსის გუნდმა მეტოქეს მხოლოდ ერთი, ბოლო მეოთხედი დაუთმო.

,,კლიპერსის'' შემადგენლობაში საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც არასრულ 29 წუთში 43 ქულა, 4 ასისტი, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. 24 ქულას, 4 პასსა და 1 მოხსნას მოუყარა თავი ლუ უილიამსმა.

,,კლივლენდს'' 25 ქულით, 2 ჩაჭრით, 1 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით კოლინ სექსტონმა ულიდერა. 21 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი იყო ჩედი ოსმანის ანგარიშზე.

,,ლოს ანჯელეს კლიპერსი'' 28 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა, ,,კლივლენდი'' კი 12 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთში მეცამეტეა.

კომენტარები
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის...
12-11-2019, 14:15
კვლავ ბომბარდირი და საუკეთესოა
კვლავ ბომბარდირი და საუკეთესოა...
2-11-2019, 10:27
რეალმა" გიორგი შერმადინი ვერ შეაჩერა, მაგრამ...
რეალმა" გიორგი შერმადინი ვერ შეაჩერა, მაგრამ......
7-10-2019, 01:29
ბექა ბურჯანაძეს "რეალთან" ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა
ბექა ბურჯანაძეს "რეალთან" ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა...
26-05-2019, 23:53
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно