ერნესტო ვალვერდეს გამოსამშვიდობებელი წერილი - რა თქვა "ბარსას" ყოფილმა თავკაცმა

ერნესტო ვალვერდეს გამოსამშვიდობებელი წერილი - რა თქვა "ბარსას" ყოფილმა თავკაცმა

ახალი ამბები / ფეხბურთი
14-01-2020, 17:57
ბარსელონამ" ყოფილი მთავარი მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

"ჩემი პერიოდი "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში დასასრულ მიუახლოვდა. ეს დატვირთული 2.5 წელი იყო. ზოგი მომენტით სიამოვნებას ვიღებდი, როცა გამარჯვევებს და ჯილდოებს აღვნიშნავდით, თუმცა სხვა მომენტებიც იყო - რთული და მძიმე.

თუმცა პირველ რიგში მინდა აღვნიშო გულშემატკივრებთან ჩემი ურთიერთობის გამოცდილება და სიყვარული, რომელსაც ჩემს მიმართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოხატავდნენ.

მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს ჟოზეპ ბარტომეუს და დირექტორთა საბჭოს, რომ მომცეს შესაძლებლობა "ბარსელონა" გამწევრთნა და მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში


გამომიხადეს.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც მიმუშავია კლუბში, მადლობა მხარდაჭერისთვის და იმისთვის თუ როგორ დამოკიდებულება გქონდათ ჩემს მიმართ ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით მადლობა იმათ, ვინც პირველ გუნდში მუშაობდა და სხვადასხვა მომენტებს ჩემთან ერთად იზიარებდა.

რა თქმა უნდა მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს მათი შრომისთვის, რომელმაც 4 ტიტული მოვაგებინა. დღეიდან მე მათ ყველას წარმატებას ვუსურვებ და ასევე ახალ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენს", - წერია ვალვერდეს წერილში.

დღეს ვალვერდე "ბარსელონას" ბაზაზე იმყოფებოდა, გუნდს დაემშვიდობა და საკუთარი ნივთები წაიღო.
კომენტარები
ვალვერდეს შემცვლელის ვინაიბა ცნობილია
ვალვერდეს შემცვლელის ვინაიბა ცნობილია...
14-01-2020, 00:26
მესიმ მეექვსე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
მესიმ მეექვსე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ პირველი...
3-12-2019, 09:35
ტოჩინოშინი:"მინდა ამისთვის  ქართველ ერს კიდევ ერთელ მადლობა გადავუხადო"
ტოჩინოშინი:"მინდა ამისთვის ქართველ ერს კიდევ...
19-11-2019, 22:46
ტებასი: "მინდა მესის მადლობა გადავუხადო"
ტებასი: "მინდა მესის მადლობა გადავუხადო"...
11-10-2019, 14:16
რიბერი:"რონალდუსთან პაექრობას არ ვაპირებ"
რიბერი:"რონალდუსთან პაექრობას არ ვაპირებ"...
22-08-2019, 23:31
ზიდანი:  მე მინდა გითხრათ ყველას დიდი მადლობა იმისთვის რომ..
ზიდანი: მე მინდა გითხრათ ყველას დიდი მადლობა...
20-07-2019, 23:24
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно