მიულერი ზაფხულში ''ბაიერნის'' დატოვებას განიხილავს

მიულერი ზაფხულში ''ბაიერნის'' დატოვებას განიხილავს

ახალი ამბები / ფეხბურთი
14-01-2020, 10:46

ტომას მიულერის 20 წლიანი მიუნხენური კარიერა შესაძლოა დასრულდეს. შემტევმა ინტერვიუ გერმანულ სპორტ1-ს მისცა და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 30 წლის მიულერი „რეკორდმაისტერს“ 2000 წელს შეუერთდა, პროფესიონალური დებიუტი კი 8 წლის შემდეგ ჰქონდა.

გერმანულ გიგანტთან ერთად მან 8 ბუნდესლიგა, 5 გერმანიის თასი და 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ბოლო ორი სეზონია მიულერის როლი გუნდში, საგრძნობლად შემცირდა და მას თამაში უფრო ნაკლებად უწევს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის თავკაცს ჰანს ფლიკს ფეხბურთელის დატოვება სურს, მიულერის მომავალი „ალიანს არენაზე“ მაინც ბუნდოვანია.
''ამჟამად მე მხოლოდ იმაზე ვარ ფოკისირებული, რომ სეზონი რაც შეიძლება წარმატებული იყოს. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ამ საკითხზე კლუბის ხელმძღვანელობას ზაფხულში დაველაპარაკები და ვარიანტებს განვიხილავ.''
შემტევმა „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2015 წელს გაახანგრძილვა და კლუბთან ხელშეკრულება კიდევ 18 თვით აკავშირებს.
მიუხედავად იმისა, რომ მიულერიც და კლუბის ხელმძღვანელობაც მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან, არის კონტრაქტის დეტალები რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიხედოს.
„რათქმაუნდა მე ჩემი მოთხოვნები მაქვს, ისევე როგორც ხელმძღვანელობას, ჯერჯერობით არვიცი დაემთხვევა თუ არა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს.''
30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში  ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 13 მატჩი ჩაატარა,  4 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარები
ვინ შეცვლის ნეიმარს?
ვინ შეცვლის ნეიმარს?...
10-12-2019, 13:25
გვარდიოლამ ბარსას აკადემიიდან 8 ფეხბურთელი დააწინაურა - სად არიან დღეს ისინი?
გვარდიოლამ ბარსას აკადემიიდან 8 ფეხბურთელი...
12-11-2019, 14:19
ბაიერნი კოვაჩის შემცვლელზე სერიოზულად ფიქრობს: ტენ ჰაგი ან პოჩეტინო
ბაიერნი კოვაჩის შემცვლელზე სერიოზულად ფიქრობს:...
1-11-2019, 11:45
მიულერი მიდის?
მიულერი მიდის?...
27-10-2019, 10:20
მიულერმა თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
მიულერმა თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება...
9-07-2019, 23:43
კროოსი:"მძულს ეს ქვეყანა"
კროოსი:"მძულს ეს ქვეყანა"...
27-06-2019, 00:17
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно