კატასტროფა - ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურცუძე  ცოტა ხნის წინ....

კატასტროფა - ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურცუძე ცოტა ხნის წინ....

პოლიტიკა
29-12-2019, 16:34



შემზარავი ინფორმაცია...

 კატასტროფა - ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურცუძე  ცოტა ხნის წინ წერილი გაავრცელა..



შეიძლება, მშიერი მოვკვდე, მაგრამ ნარკომანი და ბარიგა არასდროს გავხდები" ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლო­ბელის ავთანდილ ხურციძის დედა საქართველოს მთავრობას სთხოვს, ახლა მაინც გამოიჩინონ მეტი ყურადღება მისი შვილის მიმართ.

მაყვალა ხურციძის თქმით, მის შვილს აშშ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არც ყურადღება აქვს და არც საჭირო მკურნალობა. შეგახსენებთ, რომ რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის ივნისში დაკავებულ ქართველ მოკრივეს ამერიკულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ბოლო გამოკვლევის შემდეგ მითხრეს, ტუბერკულოზი და ვენერიული დაავადება გაქვსო. ახლა არა მიშავს, მაგრამ ინიექციებმა ისე დამასუსტა, ვეღარ ვდგებოდი", - ავთანდილ ხურციძე ციხიდან დაგვიკავშირდა და თავის მდგომარეობაზე გველაპარაკა. თუ გაინტერესებთ, რა"საერთო" აქვს ჰიტლერთან, რამდენ კბილს "იღებს" ერთი დარტყმით, ნანობს თუ არა თავის საქციელს და როდის დატოვებს საპატიმროს, წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" მორიგი ექსკლუზივი ბრუკლინის ციხიდან: - დიდი მადლობა, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, მივესალმო მათ, ვისაც ჩემი სჯერა და გითხრათ, რა ხდება რეალურად.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე გამიკეთდა გამოკვლევა ტუბერკულოზზე, ბოლო ანალიზის შემდეგ კი მითხრეს, რომ მაქვს ტუბერკულოზი, ასევე, იგივე ინფექცია, რაც ჰიტლერს -სიფილისი. თუმცა ჰიტლერი მთელ მსოფლიოს ებრძოდა, მე - ამერიკელ პროკურორებს. - შენი ოჯახი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყურადღებას და დახმარებას სთხოვს - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია სრულფასოვანი მკურნალობაო... - დედასთან არ მისაუბრია. როგორც კი ჩემი ხმა გაიგონა, ტირილი დაიწყო და ვეღარ ველაპარაკე. მხოლოდ ჩემს დას ვესაუბრე რამდენჯერმე.

იმ დიაგნოზით, რაც ბოლო გამოკვლევის შემდეგ დამისვეს, არ შეიძლება ვიყო რვაასკაციან საერთო საცხოვრებელში, მაგრამ ისევ აქ ვარ და"აქვე მმკურნალობენ. არადა, ბრუკლინის ციხეს სამკურნალო დაწესებულება არა აქვს, ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ.

 მოტეხილ ფეხზე თაბაშირის დასადებადაც კი! აქ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს თუ მოგცემენ, ან კბილს ამოგიღებენ. ისე, კბილს მეც ვიღებ - ერთი დარტყმით 5 კბილიც ამომიღია: არავითარი ჯადოქრობა, მხოლოდ ხელის სისწრაფე (იცინის). მკურნალობა ხომ იმისთვისაა, პაციენტი რომ გამოაკეთოს, მე კი პირიქით დამემართა - სრულიად ჯანმრთელი კაცი ინიექციების შემდეგ წელს ქვემოთ მოვწყდი, სამი დღე ვეღარ ავდექი, საშინლად მტკიოდა თავი და სახსრები, მქონდა ციებ-ცხელება, გულისრევა.

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно