„რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა“ - კრიშტიანუს და ვან დეიკის ირონიულ განცხადებას გამოეხმაურა

„რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა“ - კრიშტიანუს და ვან დეიკის ირონიულ განცხადებას გამოეხმაურა

---
3-12-2019, 16:06



გუშინ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე ვირჯილ ვან დეიკმა რონალდუზე გაიხუმრა. დღეს ის "ბოროტ" ხუმრობას კრიშტიაუს დამ უპასუხა.

გუშინდელი ვანდეიკის საუბარი ჟურნალისტთან:

ჟურნალისტი: „კრიშტიანუ ცერემონიაზე დასასწრებად არ ჩამოვა, ასე რომ ერთი მეტოქით ნაკლები დარჩა".

ვან დეიკი: „ის აქამდე მეტოქედ ითვლებოდა“?!

მოგვიანებით „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვან დეიკის განცხადებას კრიშტიანუ რონალდუს და, კატია გამოეხმაურა.


"კრიშტიანუ სამჯერ გახდა იმ ქვეყნის ჩემპიონი, სადაც შენ წლებია თამაშობ, მაგრამ ვერაფერს გახდი."

კიდევ იცი რას გეტყვი ვირჯილ? რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დაგამარცხა! ოქროს ბურთი? რონალდუს ოქროს ბურთი 5-ჯერ აქვს მოგებული. და გარდა ამისა ამ ზაფხულს რონალდუმ და მისმა პორტუგალიამ შენი ჰოლანდიის ნაკრები გაანადგურეს. 

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно