მსოფლიო სპორტი
რეკლამა

150x500
რეკლამა

150x500

ბენზემამ პუშკაშს გადაუსწრო




ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ეიბარს ეწვია და მეტოქე 4:0 დაამარცხა.

სამეფო კლუბს ამ გამარჯვების შემდეგ 25 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.

მატჩი დასამახსოვრებელი გამოდგა ქარიმ ბენზემასათვის. 31 წლის ფრანგმა ფორვარდმა პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და ესპანეთის პირველობის მასშტაბით მადრიდის რეალის ყველა დროის ბომბარდირებში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა ქარიმს ლა ლიგაში 157 გატანილი ბურთი დაუგროვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მან ლეგენდარული უნგრელი ფერენც პუშკაში უკან მოიტოვა. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ბენზემას 323 მატჩი დასჭირდა 157 ბურთის გასატანად, პუშკაშმა კი სულ რაღაც 180 შეხვედრაში შეძლო 156 გოლის გატანა.

დიდი ალბათობით ბენზემა მალე მეხუთე პოზიციაზე მყოფ უგო სანჩესსაც გადაასწრებს, რომელმაც ბლანკოსის მაისურით ლიგაში 164 ბურთი შეაგდო. მეოთხეზე 186 გოლით სანტილიანაა, სამეულს კი კლუბის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეები, ალფრედო დი სტეფანო (216), რაული (228) და კრიშტიანუ რონალდუ (311) აგვირგვინებენ.

  • 10-11-2019, 22:16

კომენტარები