მსოფლიო სპორტი
რეკლამა

150x500
რეკლამა

150x500

იაკობ ქაჯაიას მინსკის ევროპული თამაშების ვერცხლი ოქროთი შეუცვალეს




მინსკის ევროპული  თამაების ვერცხლის პრიზიორს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ოქროს მედალს გადასცემენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელორუსი კირილ გრიშჩანკამ, რომელმაც ფინალში დაამარცხა ქაჯაია, დოპინგის ტესტზე ჩავარდა და ოქროს მედალი ჩამოერთვა.

აღნიშნული ცვლილებით, ქართულმა დელეგაციამ საერთო ჩათვლაშიც შეიცვალა პოზიცია - 7 ოქროს, 9 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედლით, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებმა მე-7 ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

  • 8-11-2019, 16:22

კომენტარები