მსოფლიო სპორტი
რეკლამა

150x500
რეკლამა

150x500

MLS-ის კომისარი: ,,იბრაჰიმოვიჩი მილანში ბრუნდება''




MLS-ის კომისარმა, დონ გარბერმა, განაცხადა, რომ ,,ლოს ანჯელეს გალაქსის'' თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ,,მილანში'' ბრუნდება:

,,ზლატანი საინტერესო პერსონაჟია. მასთან ერთად არასდროს არ მოიწყენთ. ის 38 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში, ,,მილანში'' მიდის.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მან გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი თითქმის მოხსნა. მოხარული ვიქნები თუ დაბრუნდება, მაგრამ ეს უკვე ,,გალაქსიზე'' იქნება დამოკიდებული.''
- გარბერის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.

იბრაჰიმოვიჩი ,,მილანში'' 2010-2012 წლებში თამაშობდა. ფორვარდმა მილანური კლუბის მაისურით ჩატარებულ 85 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა.

ზლატანს ლოს ანჯელესურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს.

  • 8-11-2019, 16:21

კომენტარები