მსოფლიო სპორტი
რეკლამა

150x500
რეკლამა

150x500

კიუშუ ბაშო იწყება - ტოჩინოშინის და გაგამარუს საწყისი მეტოქეების ვინაობა ცნობილია




კვირას, 10 ნოემბერს სუმოს წლის ბოლო სუპერ ტურნირი, კიუშუ ბაშო დაიწყება, სადაც მონაწილეობას ორი ქართველი სუმოისტი მიიღებს.
მაკუუჩი დივიზიონში, 10 ორთაბრძოლის მოგებას და ოძეკის სტატუსის დაბრუნებას შეეცდება ტოჩინოშინი.

პირველ დღეს, იგი მე-2 მაეგაშირა მაისეის დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ ასევე მეორე მაეგაშირა მიოგირიუსთან გაარკვევს უძლიერესის ვინაობას.

ჯურიოს დივიზიონში მე-12 ნორმად იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი სუმოისტი გაგამარუ და პირველ საჭიდაო დღეს მე-13 ნომერ კოტოშოჰოს დაუპირისპირდება.

  • 8-11-2019, 16:19

კომენტარები