მსოფლიო სპორტი
რეკლამა

150x500
რეკლამა

150x500

ტოჩინოშინმა ბაშოს დაწყებამდე ყველა დაამარცხა




კიუშო ბაშოს დაწყებამდე ორი დღეღა რჩება და ტოჩინოშინმა ამ კვირაში ბოლო ვარჯიშები ჩაატარა.

ქართველი ფალავანი კვლავ სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდა, რომელიც 9:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, წინა დაპირისპირებაც ქართველის სასარგებლოდ წარიმართა და 9:6 დასრულდა.

ტოჩინოშინმა კომოსუბ ასონოიამასთანაც ივარჯიშა, რომელთანაც 4 ბრძოლა მოიგო და ერთში დამარცხდა. ამავდროულად, ის დაბალი დივიზიონის სუმოისტებსაც დაუპირისპირდა და 10:1-ზე ჰქონდა ბალანსი.

"დიდი ხნის შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მუხლი, რომელიც მაწუხებდა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა ჩემთვის სახიფათო იქნება ბაშოზე დაცემა", - განუცხადა ჟურნალისტებს ტოჩინოშინმა.

  • 8-11-2019, 13:25

კომენტარები