ბენზემა:''მე არ ვარ ლეგენდა... აზარი...."

ბენზემა:''მე არ ვარ ლეგენდა... აზარი...."

ფეხბურთი
7-11-2019, 11:09
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში კარიმ ბენზემამ ''გალათასარაისთან'' მატჩში 2 გოლი გაიტანა.

გოლების რაოდენობით ფრანგმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე ნიშნულს მიაღწია. თურქულ კლუბთან გატანილი გოლით ბენზემამ ალფრედო დი სტეფანოს (49) გაასწრო.

31 წლის თავდამსხმელის კომენტარს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბენზემა:''ჩვენ გავიტანეთ გოლები, ვითამაშეთ კარგად და კარი მშრალად შევინახეთ. ეს იყო ნამდვილი ზეიმი ქომაგებთან ერთად. მე არ ვარ ლეგენდა. როცა კლუბთან კონტრაქტს ვაფორმებდი, ვერ ვიფიქრებდი თუ ასეთ შედეგს ვაჩვენებდი. ძალიან ბედნიერი ვარ. ვცდილობ დავეხმარო თანაგუნდელებს და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო. ვეცდები პროგრესი ვაჩვენო და თანაგუნდელების დახმარება გავაგრძელო.''

ხშირი კრიტიკის მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ''რეალის'' ბომბარდირებს შორის ბენზემა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა (105)  და რაულს (66) ჩამორჩება.

ფრანგმა ფორვარდმა ბრაზილიელი თანაგუნდელის, როდრიგოსა და ბელგიელი ედენ აზარის შესახებ ისაუბრა:''როდრიგო კარგად გამოიყურებოდა, ის არ იყო შეშინებული. მომწონს როცა ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვხედავ.

რაც შეეხება ედენ აზარს, თანდათან აჩვენებს თუ რამდენად დიდებული ფეხბურთელია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთგაგება მაკავშირებს.''

შეგახსენებთ, მადრიდის ''რეალმა'' თერიმის გუნდი 6:0 გაანადგურა. როდრიგომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ბენზემამ - დუბლი, ერთი გოლი კი გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა პენალტის ნიშნულიდან პანენკას სტილში შეაგდო
კომენტარები
ბენზემა: მე არ ვარ ლეგენდა, მე მინდა მადრიდის რეალს..
ბენზემა: მე არ ვარ ლეგენდა, მე მინდა მადრიდის...
10-11-2019, 22:58
კარიმ ბენზემა ლეგენდარული რაულ გონსალესის შედეგს უახლოვდება..
კარიმ ბენზემა ლეგენდარული რაულ გონსალესის შედეგს...
7-11-2019, 22:26
მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე ლეო მესის დიდი რეკორდი მოხსნა
მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე ლეო მესის დიდი რეკორდი...
23-10-2019, 08:16
Breaking: ბენზემამ რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
Breaking: ბენზემამ რეალთან ახალი კონტრაქტი...
8-10-2019, 23:40
რონალდუ პირველია! - პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაზე ....
რონალდუ პირველია! - პორტუგალიელმა ჩემპიონთა...
2-10-2019, 10:18
ბენზემა:"რონალდუ რეალის ისტორიაში საუკეთესოდ მე ვაქციე"
ბენზემა:"რონალდუ რეალის ისტორიაში საუკეთესოდ მე...
6-09-2019, 11:50
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно