14 წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისი მსოფლიო რეიტინგს ლიდერობს

14 წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისი მსოფლიო რეიტინგს ლიდერობს

რაგბი
27-10-2019, 10:11



მსოფლიო თასის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებმა ახალი ზელანდია 19:7 დაამარცხა და გარდა იმისა, რომ ფინალში გავიდა მსოფლიო რეიტინგის სათავეშიც მოექცა.

ამ გამარჯვებით ინგლისელებმა მსოფლიო რეიტინგში 2.54 ქულა მოიპოვეს, ხოლო ახალზელანდიელებმა ამდენივე დაკარგეს და პირველი ადგილი ზემოხსენებულ ინგლისს დაუთმეს, თავად კი მეორე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისი მსოფლიო რეიტინგის სათავეში 2004  წლის შემდეგ პირველად აღმოჩნდა. ხვალ მსოფლიო თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართება და როგორც არ უნდა დასრულდეს ინგლისი მინიმუმ 1 კვირით მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იქნება.

მსოფლიო რეიტინგის ტოპ 10-ეული ასე გამოიყურება:

1. ინგლისი 92.29
2. ახალი ზელანდია 89.92
3. უელსი 89.37
4. სამხრეთ აფრიკა 88.55
5. ირლანდია 84.45
6. ავსტრალია 81.90
7. საფრანგეთი 80.88
8. იაპონია 79.28
9. შოტლანდია 79.23
10. არგენტინა 78.31

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно