მსოფლიო სპორტი
რეკლამა

150x500
რეკლამა

150x500

რა ადგილია ისიც არ ვიცი... ერთ დღესაც შესაძლოა ეს ადგილიც აღარ გვქონდეს“




საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) ქართველ ევროპის ჩემპიონ ნიჩბოსან ზაზა ნადირაძესთან 6-წუთიანი სიუჟეტი მოამზადა.

გადამღები ჯგუფი ნადირაძის მშობლიურ მცხეთას ესტუმრა და ის რეალობა ასახა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიჩბოსანი ვარჯიშობს.
პირობები მართლაც მძიმეა... ზაზა საუბრობს, რომ მას სავარჯიშო დარბაზიც კი არ აქვს, სპეციალური ტრენაჟორების დამზადება კი ხანდახან თავად უწევს, რადგან ისინი ძალიან ძვირი ღირს
.
ნადირაძემ პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი ტიპის პრობლემები აქვს ახალგაზრდა ქართველ ნიჩბოსან ალექსანდრე წივწივაძესაც.

„საერთოდ რა ადგილია ისიც არ ვიცი. ერთ დღესაც შესაძლოა ეს ადგილიც აღარ გვქონდეს...“, - ამბობს ზაზა ნადირაძე.

  • 21-10-2019, 16:48

კომენტარები