მსოფლიო სპორტი
loading...

ჟერარ პიკე: "რეალის მაისურზე ალერგია მაქვს"




კატალონიის ბარსელონას მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ მადრიდის რეალის მაისური ცხოვრებაში არასდროს ჩაუცვამს.
"როცა მისტვენენ, უკეთესად ვთამაშობ. ის ხალხი უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, ვისაც ჩემი ცუდი უხარია. ეროვნულ ნაკრებშიც მისტვენდნენ, მაგრამ იმ პერიოდში საუკეთესო წლები გავატარე.
რეალის მაისური არასდროს ჩამიცვამს. რამდენჯერმე, რეალთან მატჩის შემდეგ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მაისური გავუცვალე, მაგრამ ის არასდროს ჩამიცვამს. რეალის მაისურზე ალერგია მაქვს", - ციტირებს მცველის სიტყვებს Sport.es-ი.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში პიკემ ბარსას მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მას კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

  • 9-10-2019, 13:51
  • ნახვები: 212

კომენტარები