მსოფლიო სპორტი
loading...

კლემან ლენგლე:'მესის გამო ვიტანჯები.."




საფრანგეთის ნაკრებისა და ბარსელონას მცველმა, კლემან ლენგლემ კატალონიური გუნდის არგენტინელი თავდამსხმელის - ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

 "მესი გასაოცარია. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი უკვე ჩაწერა. ლიონელი ძალიან ჭკვიანია, როდესაც საქმე ბურთის გაკონტროლებას ეხება. სიმართლე გინდათ? მის გამო, ჩემთვის ყოველი დღე ტანჯვაა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთან თამაშობს", - ციტირებს ლენგლეს ესპანური გამოცემა Marca. 

ბარსელონამ 8 მატჩში 16 ქულა დააგროვა. გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. გათამაშების ლიდერი ამჟამად მადრიდის რეალია, რომელსაც 8 მატჩში 18 ქულა უგროვდება.
 
19 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ბარსელონა სტუმრად ეიბარს დაუპირისპირდება. 

  • 9-10-2019, 13:49
  • ნახვები: 127

კომენტარები