მსოფლიო სპორტი
loading...

ხამესმა ნაკრებში წასვლაზე უარი თქვა, მიზეზი კი...




მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს, გუნდის ძირითად შემადგენლობაში სურს ფეხის მოკიდება.

კოლუმბიელი ფეხბურთელი იმდენად მიზანდასახულია, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კარლოს კეირუშს სთხოვა, რომ მოახლოვებული ამხანაგური მატჩებისთვის არ გამოიძახოს, რადგან სურს, რომ ზიდანის ქვეშემრდომობით იმუშავოს და დაუმტკიცოს, რომ ძირითადის ღირსია.

ჯერჯერობით, ფრანგი ხამესს ძირითადის უცვლელ წევრად არ მოიაზრებს, მაგრამ საკმაროდ დიდ სათამაშო დროს აძლევს.

ბოლო ტურში ხამესმა დაბრუნების შემდეგ „რეალის“ მაისურით პირველი გოლიც გაიტანა, როდესაც „სამეფო კლუბმა“ „გრანადას“ 4:2 მოუგო.

  • 8-10-2019, 23:42
  • ნახვები: 146

კომენტარები