მსოფლიო სპორტი
loading...

დაუჯერებელია! წარმოუდგენელია!




სოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის მორიგ ფენომენალური ასპარეზობას სოციალურ ქსელში დიდი გამხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველმა ძალოსანმა ტაილანდში დასრულებულ ტურნირზე მსოფლიოს 3 რეკორდი დაამყარა, პლანეტის უძლიერესი ძალოსნის ტიტული კი მეოთხედ მოიპოვა.

ამასთან, ტალახაძე რეკორდებს არნახული სიმსუბუქით ამყარებს და შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ გაცილებით მეტის დაძლევა შეუძლია.


მსოფლიოს მასშტაბით ლაშას ქომაგებში სულ უფრო მეტად მუსირებს აზრი, რომ ქართველი სპორტსმენი ორჭიდის ჯამში 500-კილოგრამიანი ნიშნულის დაძლევას მოახერხებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ტალახაძე ტაილანდში 484 კგ-ს (220 ატაციში+264 აკვრაში) ძალიან დამაჯერებლად გაუმკლავდა, აღნიშნული წარმოუდგენლად ნამდვილად აღარ მოსჩანს.

მაშ ასე, რას წერენ აღფრთოვანებული გულშემატკივრები ლაშას შესახებ.


ქართველ ძალოსანს უკვე ლეგენდად ////

ტალახაძისგან 500 კგ-იანი ნიშნულის დაძლევას ელიანმსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის მორიგ ფენომენალური ასპარეზობას სოციალურ ქსელში დიდი გამხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველმა ძალოსანმა ტაილანდში დასრულებულ ტურნირზე მსოფლიოს 3 რეკორდი დაამყარა, პლანეტის უძლიერესი ძალოსნის ტიტული კი მეოთხედ მოიპოვა.

ამასთან, ტალახაძე რეკორდებს არნახული სიმსუბუქით ამყარებს და შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ გაცილებით მეტის დაძლევა შეუძლია.

მსოფლიოს მასშტაბით ლაშას ქომაგებში სულ უფრო მეტად მუსირებს აზრი, რომ ქართველი სპორტსმენი ორჭიდის ჯამში 500-კილოგრამიანი ნიშნულის დაძლევას მოახერხებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ტალახაძე ტაილანდში 484 კგ-ს (220 ატაციში+264 აკვრაში) ძალიან დამაჯერებლად გაუმკლავდა, აღნიშნული წარმოუდგენლად ნამდვილად აღარ მოსჩანს.

მაშ ასე, რას წერენ აღფრთოვანებული გულშემატკივრები ლაშას შესახებ.




“ასეთი წონების დაძლევის შემდეგაც, მას არ ავიწყდება, რომ მსაჯების, მაყურებლების და თვით შტანგის წინაშეც პატივისცემა გამოხატოს. ეს დიდი სპორტსმენის საქციელია” – აღნიშნავს კრის დარიოტისი.

“ერთ-ერთი უდიდესი რამ, რაც სპორტის ისტორიაში მინახავს. ფანტასტიურია!” – ემოციებს ვერ მალავს ტედ ლერნერი.

ენტონი ბაჩოგელს ეჭვი არ ეპარება, რომ ქართველს მთავარი წარმატებები ჯერაც წინ აქვს: “ვფიქრობ, ის 266 კგ-ზე მეტსაც აკრავს და ამით, ტარანენკოს ყველა დროის მიღწევას დაამხობს. ტალახაძე უკვე ძალოსნობის ლეგენდაა”.

მსგავს აზრს ანვითარებს ჰალიმ იუსუფიც: “ლაშა ოლიმპიური ძალოსნობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ათლეტია”.

“ორჭიდის ჯამში 500 კგ-ს როდის უნდა ველოდეთ?”, - კითხულობს მარკ ჰენლი, რომელსაც მორგან ბრაუნი პასუხობს: “ვფიქრობ, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე”.

საქმეში იტალიელებიც ერთვებიან: “დაუჯერებელია” – წერს ეუსები კრისტიანო, “წარმოუდგენელია” – ამატებს ანტონიო ბოსმან ფერარო.

“ვფიქრობ, საქმე ეპიკურ მოვლენასთან გვაქვს”, - აღფრთოვანებულია საიმონ კენტი, ტვიტერის მომხმარებელი KingHeavy კი აჯამებს: “ეს წონებიც კი, მისთვის ძალიან მსუბუქად მოსჩანს”.

  • 30-09-2019, 01:02
  • ნახვები: 173

კომენტარები