აწევს თუ არა ლაშა ტალახაძე ლარის კურსს? – მსოფლიო ჩემპიონის პასუხი

აწევს თუ არა ლაშა ტალახაძე ლარის კურსს? – მსოფლიო ჩემპიონის პასუხი

სხვა
29-09-2019, 01:51
28 სექტემბერს საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტაილანდში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. სპორტსმენებს აეროპორტში ბევრი გულშემატკივარი დახვდა.

ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტმა მსოფლიო ჩემპიონსა და არაერთი რეკორდის მფლობელს, ლაშა ტალახაძეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთოხვა. მოგეხსენებათ, Facebook-ში დაიწყო სახალისო კამპანია – “აწიოს ლაშა ტალახაძემ ლარის კურსი”.
პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა შეკითხვას მოკრძალებულად უპასუხა.

“ეგ ცოტა რთული საქმეა. მგონი, ამას მარტო ჩემი ძალა არ ეყოფა. აიწევს იმედია”, – თქვა ტალახაძემ.
კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно