თუშიშვილი და ბექაური ტაშკენტში იჭიდავებენ

თუშიშვილი და ბექაური ტაშკენტში იჭიდავებენ

ძიუდო
20-09-2019, 12:09



უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტურის მორიგი გრან პრი გაიმართება.

ტაშკენტის გრან პრი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს და 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ტურნირში მონაწილეობას მხოლოდ ორი ქართველი ძიუდოისტი, -90კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და +100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი.

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ბექაურმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა და უმედლოდ დარჩა.

ქართველი ძიუდოისტები ტაშკენტში ტურნირის დასკვნით დღეს, 22 სექტემბერს იასპარეზებენ.

კომენტარები
ჩინეთის გრან პრი: ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში ორი ბრინჯაოთი ბრუნდებიან
ჩინეთის გრან პრი: ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში...
27-05-2019, 02:59
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно