მსოფლიო სპორტი
loading...

ჩემპიონთა ლიგის TOP 30 - ვინ რომელ ადგილზეა ყველა დროის ცხრილში




სამშაბათს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი იწყება. უფრო მეტიც: გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირია.
რომელ გრანდს რამდენჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული, ალბათ ყველა გულშემატკივარმა ზეპირად იცის. წლიდან წლამდე არც ფავორიტები იცვლებიან და სანატრელი თასის აღმართვის ყველაზე მეტი შანსი წელსაც იმ გუნდებს აქვთ, რომლებსაც შარშან ჰქონდათ.
გადავწყვიტეთ, ახალი სეზონის სტარტის წინ, ჩემპიონთა ლიგას ცოტა სხვა კუთხით შეგახედოთ და წარმოგიდგენთ ყველა დროის რეიტინგს დაგროვილი ქულების მიხედვით. TOP 30, რომელსაც გალერეაში ნახავთ, 3-ქულიანი სისტემითაა შედგენილი. ანუ, თითოეულ კლუბს თითო მოგებისთვის 3 ქულა, ფრისთვის - 1, წაგებისთვის კი - 0. ჩათვლილია კლუბების ყველა თამაში 1992/93 წლების სეზონიდან (როცა ჩემპიონთა ლიგა დაარსდა, მანამდე ჩემპიონთა თასი ერქვა) - ჯგუფური ეტაპიდან ფინალის ჩათვლით.

  • 16-09-2019, 17:08
  • ნახვები: 500

კომენტარები