ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში ისევ არაა - ფეხბურთელის ბედი გაურკვეველია

ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში ისევ არაა - ფეხბურთელის ბედი გაურკვეველია

ახალი ამბები / ფეხბურთი
15-01-2022, 00:48



ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "გენტი" "კორტრიკს" უმასპინძლებს და მასპინძელთა გუნდის განაცხადში კვლავ არაა გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძე არც იმ ფეხბურთელებს შორისაა მოხსენიებული, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ითამაშებენ.

გიორგი "გენტმა" ესპანურ შეკრებაზე წაიყვანა, სადაც გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც, მაგრამ "ალკმაართან" ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. Hln-ის ცნობით, მას მცირე ტრავმა ჰქონდა.

voetbalprimeur-ი წერდა, რომ ჩაკვეტაძეს გუნდიდან წასვლა უნდა, მაგრამ არ უშვებენ.

ამ სეზონში ჩაკვეტაძემ ჩემპიონატის მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно