რონალდო და მესი ერთად პსჟ-ში? პორტუგალიელი პარიზში ერთ შემთხვევაში გადავა

რონალდო და მესი ერთად პსჟ-ში? პორტუგალიელი პარიზში ერთ შემთხვევაში გადავა

ახალი ამბები / ფეხბურთი
13-01-2022, 01:12



პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა ნელ-ნელა კილიან მბაპეს წასვლას ეგუება, ამიტომაც ცდილობს, რაც შეიძლება ძლიერი ფეხბურთელი ნახოს, რომელიც ფრანგს ჩაანაცვლებს. უახლესი ინფორმაციით, ლეონარდო (გუნდის სპორტული დირექტორი), არც მეტი, არც ნაკლები, კრიშტიანო რონალდოს ჩამოყვანას გეგმავს.

პსჟ-ის ბოსებს პორტუგალიელი გასულ ზაფხულსაც სურდათ, თუმცა მას შემდეგ კილიანი პარიზში კიდევ ერთი სეზონით დარჩა. აქვე გეტყვით, რომ რონალდოს "იუნაიტედის" დროებით მწვრთნელთან, რალფ რანგნიკთან კონფლიქტი აქვს, გუნდს წარმატებული თამაში უჭირს, 19 ტურის შემდეგ 31 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 4 ქულით ჩამორჩება. თანაც,
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ "წითელი ეშმაკები" ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, შემტევი გუნდს დატოვებს.

აქედან გამომდინარე, თუ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც კეთილ სიზმრებშია, პორტუგალიელი "ოლდ ტრაფორდს" მეორედ დატოვებს და მისთვის იდეალურ შემთხვევაში საფრანგეთის ლიგაში გადაბარგდება, სადაც თანაგუნდელის სახით ლიონელ მესი დახვდება, ეს კი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ნამდვილი ზეიმი იქნება, ისტორიაში ორი გამორჩეული ფეხბურთელი (თუ საუკეთესოები არა) ერთად შეუტევს.

ამრიგად, შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი კილიან მბაპეზეა დამოკიდებული. ყველამ იცის, რომ ფრანგს მადრიდის "რეალში" თამაშის სურვილი აქვს, რადგან სჯერა, რომ იმ სიმაღლეებს მიაღწევს, რომელსაც კრიშტიანო "ეთამაშებოდა" "ბლანკოსში".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


კომენტარები
რონალდო მიდის? ცნობილია მიზეზი, რა შემთხვევაშიც პორტუგალიელი "იუნაიტედიდან" წავა
რონალდო მიდის? ცნობილია მიზეზი, რა შემთხვევაშიც...
8-01-2022, 01:14
მესის გეგმები 2022 წელს - არგენტინელი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის წინ
მესის გეგმები 2022 წელს - არგენტინელი კარიერის...
6-01-2022, 01:20
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно