ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ - ხელშეკრულების მიხედვით, "ადიდასი" როუზის ძმას და მეგობარს თითქმის ნახევარ მილიონ დოლარს უხდის

ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ - ხელშეკრულების მიხედვით, "ადიდასი" როუზის ძმას და მეგობარს თითქმის ნახევარ მილიონ დოლარს უხდის

ახალი ამბები
13-01-2022, 01:09



დერიკ როუზმა 2012 წელს "ადიდასთან" კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, ამჟამად "ნიუ იორკ ნიქსის" გამთამაშებელი მაშინ "ჩიკაგო ბულზში" გამოდიოდა (2011 წელს ლიგის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა).

კონტრაქტის პირობების თანახმად, დერიკი 14 წლის განმავლობაში (2026 წლამდე) ჯამში 185 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, ეყოლება 6.25 მილიონად შეფასებული კერძო თვითმფრინავი.

ამის გარდა, ხელშეკრულებაში უცნაურ პუნქტს შეხვდებით: "ადიდასი" როუზის უფროს ძმას 250 000-350 000, ხოლო სპორტმენის საუკეთესო მეგობარს 50 000-75 000 ამერიკულ დოლარს უხდის.

რა თქმა უნდა, პოპულარული ბრენდები ვარსკვლავებს მეგაკონტრაქტებს სთავაზობენ (როუზსაც), თუმცა კალათბურთელის მხრიდან მსგავსი
არჩევანი უცნაური და დასაფასებელია.

მომზადებულია fadeawayworld-ის მიხედვით


კომენტარები
6 მიზეზი, თუ რატომ ითხოვს დემბელე “ბარსელონასგან” ასტრონომიულ ხელფასს
6 მიზეზი, თუ რატომ ითხოვს დემბელე “ბარსელონასგან”...
7-01-2022, 15:33
ვინ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში 2021 წელს?
ვინ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში 2021...
1-01-2022, 20:05
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно