რა ხდება აზაროვის გარშემო? რატომ იშლება ტრანსფერი?

რა ხდება აზაროვის გარშემო? რატომ იშლება ტრანსფერი?

ახალი ამბები / ფეხბურთი
5-01-2022, 01:33



გუშინ ირაკლი აზაროვი თურქეთში ჩავიდა და მისი ტრანსფერის შესახებ არა მარტო ქართული, ყველა თურქული სპორტული გამოცემა წერდა, თუმცა დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

როგორც აღმოჩნდა, ბათუმის “დინამომ” აზაროვში გაცილებით მეტი მოითხოვა, ვიდრე ეს 1.8 მილიონი ევროა და გუნდების ხელმძღვანელობა პრობლემის გადაწყვეტილებას ცდილობენ. ირაკლი გუნდს ოფიციალურად დღის პირველ ნახევარში უნდა შეერთდებოდა, თუმცა პირველი მცდელობა ჩავარდა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ტრანსფერის 40%-ს თბილისის “დინამო” მიიღებს, ამიტომ ბათუმელებს დაახლოებით 1 მილიონ 100 ათასი ევრო შეხვდებოდათ 1.8 მილიონი ევროდან. გარდა ამისა, 2 დღის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კრასნოდარი” 2 მილიონს იხდიდა ფეხბურთელში და თურქული პრესა წერდა, რომ რუსეთში მისი წაყვანა მამუკა ჯუღელს სურდა.

მოსალოდნელია, კონტრაქტში ჩაიწეროს პუნქტი, როგორც ეს თბილისელებმა გააკეთეს და მომდევნო ტრანსფერიდან გარკვეული თანხა ამჯერად ბათუმს ერგოს.


კომენტარები
რამდენი ათასით მეტი მოსთხოვა “დინამომ” “ტრაბზონს” აზაროვში”?
რამდენი ათასით მეტი მოსთხოვა “დინამომ” “ტრაბზონს”...
5-01-2022, 01:32
აზაროვი "ტრაბზონსპორთან" კონტრაქტის გასაფორმებლად თურქეთში გაემგზავრა
აზაროვი "ტრაბზონსპორთან" კონტრაქტის გასაფორმებლად...
4-01-2022, 00:55
"ტრაბზონსპორი" აზაროვის შეძენას ისევ შეეცდება
"ტრაბზონსპორი" აზაროვის შეძენას ისევ შეეცდება...
2-01-2022, 01:06
უსმან დემბელეს "დიდი მადა" აქვს და სავარაუდოდ "ბარსას" დატოვებს
უსმან დემბელეს "დიდი მადა" აქვს და სავარაუდოდ...
31-12-2021, 01:44
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно