რონალდუ "მანჩესტერზე": "ბედნიერი არ ვარ, ვიცით, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ"

რონალდუ "მანჩესტერზე": "ბედნიერი არ ვარ, ვიცით, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ"

ახალი ამბები / ფეხბურთი
2-01-2022, 01:13



„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ 2021 წელი შეაჯამა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის მარტივი წელი არ ყოფილა. კრიშტიანუმ ისიც აღნიშნა, რომ „მანჩესტერის“ დღევანდელი მდგომარეობით ბედნიერი არ არის და ყველა ფეხბურთელმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

2021 წელი დასრულდა და არ იყო მარტივი წელი, მიუხედავად ჩემი 47 გოლისა. ორი განსხვავებული კლუბი და 5 მწვრთნელი. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის მოლოდინი. ვამაყობ „იუვენტუსში“ მოგებული იტალიის თასით და იტალიის სუპერთასით, ისევე, როგორც სერია A-ს ბომბარდირის ტიტულით. პორტუგალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირობაც დიდი მიღწევა იყო.

რა თქმა უნდა, ჩემი დაბრუნება „ოლდ ტრაფორდზე“ ყოველთვის იქნება ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემბლემური მომენტი. თუმცა, მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რასაც „იუნაიტედში“ ვაკეთებთ. არცერთი ჩვენგანი არ არის ბედნიერი, დარწმუნებული ვარ. ვიცით, რომ მეტი უნდა ვიმუშაოთ, უკეთ ვითამაშოთ და გაცილებით მეტი შევთავაზოთ ქომაგებს, ვიდრე ახლა ვთავაზობთ“, - დაწერა კრიშტიანუმ


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно