"სათამაშო ბიზნესმა არ უნდა დააფინანსოს სპორტი, მაშინ სახელმწიფომ დააფინანსოს. ბანკებიც აუბედურებს ხალხს და კიდევ ბევრი რამე აუბედურებს.'-ქართველი ჰალკის პასუხი კრიტიკოსებს

"სათამაშო ბიზნესმა არ უნდა დააფინანსოს სპორტი, მაშინ სახელმწიფომ დააფინანსოს. ბანკებიც აუბედურებს ხალხს და კიდევ ბევრი რამე აუბედურებს.'-ქართველი ჰალკის პასუხი კრიტიკოსებს

ახალი ამბები / სხვა
21-12-2021, 21:58



"სათამაშო ბიზნესმა არ უნდა დააფინანსოს სპორტი, მაშინ სახელმწიფომ დააფინანსოს. ბანკებიც აუბედურებს ხალხს და კიდევ ბევრი რამე აუბედურებს.'-ქართველი ჰალკის პასუხი კრიტიკოსებს

ქართველი ჰალკი, ლევან საგინაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი სათამაშო ბიზნესი სპორტის დაფინანსებას შეწყვეტს, მკლავჭიდს თავს დაანებებს და შესაძლოა, ქვეყნიდანაც წავიდეს.


 
საგინაშვილის ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესი მას და ასევე ბევრ სხვა სპორტსმენს მხარში უდგას და აფინანსებს.
 
ჰალკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.
 
„სტაბილური შემოსავალი არ მაქვს, „ლიდერ-ბეთი“ არის ჩემი სპონსორი, მაგათი დამსახურებით ვარ დღემდე სპორტში და ეგ შემოსავალი თუ არ მექნება, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო საერთოდ ყურადღებას არ მაქცევს და არანაირი ხელშეწყობა არ მაქვს, ჰაერზე ხომ არ ვიქნები?
 
იმ ადამიანებს, რომლებიც უარყოფით კომენტარებს წერენ, ვურჩევ, რომ ბოლომდე გაერკვიონ. „ლიდერ-ბეთი“ სისტემატურად მაფინანსებდა, დაფინანსება პანდემიის დროსაც კი არ შეუწყვიტავს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი შემოსავლის მთავარი წყაროა, სულ მეხმარებიან. სპონსორი რომ არ მყავდეს, სპორტიდან წავიდოდი, აბა როგორ უნდა მევარჯიშა? როგორ უნდა გამეკეთებინა რამე?
 
ვფიქრობ, ძალიან ბევრი სპორტსმენია ჩემს მდგომარეობაში, თუნდაც – გუნდები. ძალიან ბევრ შეჯიბრებს აფინანსებენ ონლაინ კაზინოები. ამის გამო ვინც გვლანძღავს, მათ ვეტყოდი: მოსთხოვეთ სახელმწიფოს! რასაც სპონსორი აკეთებს, აიღოს საკუთარ თავზე. ამაზე რატომღაც ჩუმად არიან და ხმას არ იღებენ“.
 
თუ სათამაშო ბიზნესმა შეტყვიტა სპორტის დაფინანსება, რას გააკეთებს ქართველი ჰალკი? 
 
„სხვა ქვეყანაში წავალ, ალბათ – ამერიკაში. არა მგონია, სპორტში დავრჩე ან თუ საქართველოში დავრჩები, სხვა სამსახურს დავიწყებ, ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? ჩემი სურვილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, ასე მომიწევს, მშიერი ხომ ვერ ვივარჯიშებ.
 
სპორტსმენს სჭირდება ვიტამინები, ნორმალური საჭმელი იმისათვის, რომ იმ წარმატებას მიაღწიოს, რა წარმატებებითაც ხალხი ამაყობს და უხარია.
 
თუ იმას ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესმა არ უნდა დააფინანსოს სპორტი, მაშინ სახელმწიფომ დააფინანსოს. ბანკებიც აუბედურებს ხალხს და კიდევ ბევრი რამე აუბედურებს. მე პირადად, არავის არ ვაუბედურებ, მე მეხმარება სპონსორი ჩემს სპორტულ კარიერაში და უარი რატომ ვუთხრა?
 
სხვა სპონსორის მოძებნა თუ გიცდია? 
 
„წერენ, სხვა სპონსორი მოძებნეო. მაგათ ჰგონიათ, რომ არ ვცდილობ სხვა სპონსორის მოძებნას? მე მაგალითად, ყველა ბიზნესს დავუკავშირდი დასაფინანსებლად, თუმცა არავინ არ ინტერესდება ამ თემით, არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან დიდი კომპანიებიც კი, მიხვალ შეხვდები, მეტყვიან რომ 2 დღეში დამირეკავენ მაგრამ და იმის შემდეგ დაიკარგება“.

კომენტარები
სპორტსმენები ახალ რეგულაციებზე: ან ქვეყნიდან მომიწევს წასვლა ან სპორტიდან...
სპორტსმენები ახალ რეგულაციებზე: ან ქვეყნიდან...
20-12-2021, 17:02
სპორტსმენები ახალ რეგულაციებზე: ან ქვეყნიდან...
20-12-2021, 16:52
20 დეკემბერს 13:00 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტში „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“  გამართავს პრესკონფერენციას ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით
20 დეკემბერს 13:00 საათზე სასტუმრო თბილისი...
19-12-2021, 14:33
სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს
სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის...
14-12-2021, 13:58
როგორ მუშაობს საქართველოში ონლაინ სათამაშო ბიზნესი
როგორ მუშაობს საქართველოში ონლაინ სათამაშო ბიზნესი...
9-12-2021, 15:02
ლაშა ტალახაძე ჰალკის წინააღმდეგ / ვიდეო
ლაშა ტალახაძე ჰალკის წინააღმდეგ / ვიდეო...
6-03-2020, 22:11
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно