როგორ მუშაობს საქართველოში ონლაინ სათამაშო ბიზნესი

როგორ მუშაობს საქართველოში ონლაინ სათამაშო ბიზნესი

ახალი ამბები / სხვა
9-12-2021, 15:02



ბოლო პერიოდში, კანონმდებლობაში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებებიდან გამომდინარე, არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თუ 
როგორ მუშაობს და რა შემოსავლებს ღებულობს ონლაინ სათამაშო სექტორი. სწორედ ამიტომ, სექტორის გადაწყვეტილებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია.
არა, ონლაინ სათამაშო ბიზნესი არ არის შემოსავლებით პირველ ადგილზე, ის ათეულშიც კი არ არის.
2020 წელს, ონლაინ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 32 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც მომხმარებელთა მიერ მოგებული თანხის წილმა 31 მილიარდი შეადგინა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ამ ინდუსტრიაში მოღვაწე 6 კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა, ჯამური ბრუნვის მხოლოდ 3% შეადგინა - ანუ 960 მილიონი ლარი, რაც მთლიანი ინდუსტრიის შემოსავალია.
შედარებისთვის, 2020 წლის საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთლიანი სათამაშო ბიზნესის შემოსავალი ზუსტად იმდენივეა, რაც ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე ერთ-ერთი ქართული კომპანიის შემოსავალი და ზუსტად 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე საქართველოში მოღვაწე უცხოური მხოლოდ ერთი ნავთობკომპანიის წლიური შემოსავალი.
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს, სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესის რეგულირების პროცესში ჩაერთო შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული პირი - მარეგულირებელი, რომელიც სრულად, პირდაპირი წვდომით, ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს ბიზნესში არსებულ ტრანზაქციებსა და პროცესებს, რაც სათამაშო ბიზნესის სრულად გამჭვირვალობის გარანტს წარმოადგენს.
 
მეტი სიცხადისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, როგორ ნაწილდება სექტორის შემოსავალი. მთლიანი სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა 2020 წელს, ბრუნვის 3% ანუ 960 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც უდიდესი ნაწილი სწორედ ქართულ ეკონომიკას მოხმარდა.
• გადასახადების სახით, სახელმწიფომ მიიღო 200 მილიონი ლარი;
• რეკლამის სახით, ინტერნეტ საიტებმა მიიღეს 40 მილიონი ლარი;
• რეკლამის სახით, ქართულმა ტელევიზიებმა მიიღეს 40 მილიონი ლარი;
• ქართული სპორტის ფედერაციების, გუნდების თუ პერსპექტიული სპორტსმენების განვითარებას მოხმარდა 30 მილიონი ლარი;
• სხვადასხვა სახის სარეკლამო მომსახურებაში დაიხარჯა 10 მილიონი ლარი;
• ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნოლოგიური განვითარება, რომელსაც ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ, 53 მილიონი ლარით დაფინანსდა;
• საბანკო ტრანზაქციებმა და სხვა საოპერაციო ხარჯებმა კი 220 მილიონი ლარი შეადგინა;
• აღსანიშნია, რომ სათამაშო ბიზნეს სექტორში დასაქმებულია 12 000-ზე მეტი ადამიანი და მათი შემოსავალი ხელფასის სახით 100 მილიონ ლარს შეადგენს. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-ია.
• დარჩენილი 195 მილიონი ლარი დივიდენდის სახით, ინდუსტრიის ინვესტორებს ერგოთ.
 
აღსანიშნია, რომ ყველა სათამაშო ბიზნესის უკან მდგარმა საერთაშორისო კომპანიამ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის სახით 2 მილიარდ ლარამდე თანხა შემოიტანა.
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://gga.org.ge/ka/news

კომენტარები
სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს
სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის...
14-12-2021, 13:58
ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე
ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ...
2-12-2021, 16:06
”დათას დახმარება არ უთხოვია?…” – ნახეთ რას ამბობს დათა შომახიას მასწავლებელი, როდესაც ონლაინ გაკვეთილის დროს კორპუსი ჩამოინგრა
”დათას დახმარება არ უთხოვია?…” – ნახეთ რას ამბობს...
13-10-2021, 20:35
ტიკარაძე: სექტემბრიდან სასწავლო წელი, ონლაინ-რეჟიმში გაგრძელდება გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ..
ტიკარაძე: სექტემბრიდან სასწავლო წელი,...
8-08-2020, 22:17
ეპიდ სიტუაცია რთულდება სხვა გზა არა სექტემბრიდან, სწავლის ონლაინ რეჟიმში უნდა გავაგრძელთ-ტიკარაძე
ეპიდ სიტუაცია რთულდება სხვა გზა არა სექტემბრიდან,...
24-07-2020, 21:33
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა...
25-12-2019, 19:18
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно