განუკითხაობა რუსეთში - "ზენიტთან" ნამატჩევს ცსკა-ს 408 ფანი პოლიციაში წაათრიეს

განუკითხაობა რუსეთში - "ზენიტთან" ნამატჩევს ცსკა-ს 408 ფანი პოლიციაში წაათრიეს

ახალი ამბები / ფეხბურთი
30-11-2021, 01:16



რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში ლიდერმა "ზენიტმა" მოსკოვში ცსკა 2:0 დაამარცხა, უკმაყოფილო დედაქალაქელმა ფანებმა კი დებოში ატეხეს და პეტარდების სროლა დაიწყეს. პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნამატჩევს სტადიონის გასასვლელები 3 საათით ჩაკეტა და 408 გულშემატკივარი, მათ შორის არაერთი არასრულწლოვანი განყოფილებაში ძალით გადაიყვანა. დაკავებები 01:25 საათამდე გაგრძელდა.

სტადიონზე ყინვაში მყოფებს ტუალეტშიც კი არ უშვებდნენ, შემდეგ კი მათ პოლიციაში სურათები გადაუღეს, თითის ანაბეჭდები აუღეს და მატჩებზე დასწრების უფლებას არ მისცემენ.

Sportall.Ge

რუსული მედია მომხ

დარს განუკითხაობას უწოდებს და აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ადამიანების უმიზეზოდ დაკავება არ შეიძლება და ვისაც ბრალი არ აქვს წაყენებული ან ადმინისტრაციული სასჯელი არ მიუსაჯა სასამართლომ, დაუშვებელია თითის ანაბეჭდების აღება.

"ზენიტის" დიდი ქომაგი, რუსეთის სახალხო არტისტი მიხაილ ბოიარსკი საყვარელი გუნდის გამარჯვებას გამოეხმურა:"როგორც წესია, "ზენიტი" მთელი პლანეტის წინაა - აბსოლუტურად არაეფექტური თამაშით ასეთი საჭირო და ეფექტური ანგარიში! ახლა ნამდვილად ვერ მოიძებნება გუნდი, რომელიც "ზენიტს" ზედიზედ მეოთხე საჩემპიონო გზაზე შეაჩერებს. საერთო ანგარიში მოსკოვის გუნდებთან 13:2. ეს პიტერის მოსკოვზე სრულ დომინირებაზე მეტყველებს. "ზენიტმა" უბრალოდ გათელა და გათხიპნა თავისი მოსკოველი ოპონენტები".


კომენტარები
სოსო პავლიაშვილი : სააკაშვილი რუსეთის სადღეგრძელოს ფეხზე ამდგარი სვამდა ის მოსკოვში სუფრაზე გავიცანი..
სოსო პავლიაშვილი : სააკაშვილი რუსეთის...
29-06-2021, 21:09
რუსეთის მაღალჩინოსანს ოფიცილურად კორნავირუსი დაუდასტურდა...
რუსეთის მაღალჩინოსანს ოფიცილურად კორნავირუსი...
30-04-2020, 21:32
"დაე, მთელი საქართველო ამოწყდეს ,საქართველო ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო."-ჟირინოვსკი
"დაე, მთელი საქართველო ამოწყდეს ,საქართველო...
10-03-2020, 21:10
15 წლის მო­ზარ­დის  მეგობარი:"ლუკამ ყველაფერი მითხრა, დაკითხვაზე მას ძალით...."
15 წლის მო­ზარ­დის მეგობარი:"ლუკამ ყველაფერი...
18-12-2019, 19:38
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно