ჯანი ინფანტინოს წერილი: “ილია კოკაია დიდი ადამიანი იყო”!

ჯანი ინფანტინოს წერილი: “ილია კოკაია დიდი ადამიანი იყო”!

ახალი ამბები / ფეხბურთი
29-11-2021, 01:25



2021 წლის 26 ნოემბერს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელის ბატონი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. წერილს “ზესტაფონის” გვერდი ავრცელებს.
“ილია კოკაიას ხსოვნას…
ძვირფასო პრეზიდენტო!

მინდა გამოვხატო ჩემი წრფელი და გულითადი სამძიმარი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სიტყვები უძლურია გადმოსცეს ის სევდა, რომელსაც ჩვენ ამ დანაკლისის გამო განვიცდით.

ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე, წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების საქმეში… მისი მიღწევები და მემკვიდრეობა, განსაკუთრებით მისი ხასიათი, ლიდერობის უნარი და მისი ადამიანური თვისებები არასდროს იქნება დავიწყებული და ის ნამდვილად ყველას დაგვაკლდება.

ფიფა-სა და საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოების სახელით, გვინდა მივუსამძიმროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებით, ილიას ოჯახს, მეგობრებსა და ყველა მის საყვარელ ადამიანს. თანაგიგრძნობთ!

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანადგომის სიტყვები მცირედით მაინც დაგამშვიდებთ და განუგეშებთ ამ მძიმე დროს …
პატივისცემით, ჯანი ინფანტინო. ფიფას პრეზიდენტი”

ილია კოკაია ტრაგიკულად მწვერვალ დედაენაზე გარდაიცვალა.

კომენტარები
ილია მეორე მკვლელია და მკვლელზე უარესი“ – ბასილ კობახიძე
ილია მეორე მკვლელია და მკვლელზე უარესი“ – ბასილ...
12-08-2021, 20:52
ილია მეორე - დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის
ილია მეორე - დღევანდელ დღესთან დაკავშირებით...
2-05-2021, 15:15
ილია მეორე:"ვლოცულობთ, რომ გადავრჩეთ, რაც მოხდება..."
ილია მეორე:"ვლოცულობთ, რომ გადავრჩეთ, რაც...
17-05-2020, 14:20
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно