ჯაბა კანკავას დედა გარდაეცვალა

ჯაბა კანკავას დედა გარდაეცვალა

ახალი ამბები / ფეხბურთი
26-11-2021, 01:24



საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ კომენტარი მისი გუნდის, ბრატისლავას “სლოვანის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

25 ნოემბერს “სლოვანი” უეფას კონფერენს ლიგაზე ბერძნულ პაოკ-ს დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვაისმა განაცხადა, რომ ქართველი ნახევარმცველი ბერძნების წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

“სამწუხაროდ, ჯაბას დედა გარდაეცვალა და ის საქართველოში გაემგზავრა. კანკავა მოედნის ცენტრში ძალიან დაგვაკლდება, რადგან ის გუნდისათვის რობოტივით მუშაობს. მისი ჩანაცვლება უნდა ვცადოთ”, – ციტირებს ვაისის სიტყვებს sport24.pluska.sk.

netsport.ge უსამძიმრებს ჯაბასა და მის ოჯახს!

ფოტო: სფფ

კომენტარები
ჯაბა ბოჯგუას დედა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს – მომღერალი დღეს დაკრძალეს
ჯაბა ბოჯგუას დედა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს...
20-09-2020, 20:02
12 წლიანი ბრძოლის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაუცვალა
12 წლიანი ბრძოლის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა...
17-09-2020, 15:45
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно