ვან დერ ვარტი: ‘მესი დასეირნობს… არ რცხვენია?’

ვან დერ ვარტი: ‘მესი დასეირნობს… არ რცხვენია?’

ახალი ამბები / ფეხბურთი
26-11-2021, 01:18



ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვარტმა ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ერთ-ერთი ნიდერლანდური ტელევიზიის ეთერში, ვან დერ ვარტი “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” მატჩს (2:1) მიმოიხილავდა, როცა მან არგენტინელი გააკრიტიკა.
“ის დასეირნობს და ამ დროს ვფიქრობ: “არ რცხვენია?” მესიზე ვბრაზდები და ცუდია, რომ ასეთი ფეხბურთელი აღარასოდეს დაიბადება. როცა მას “ბარსელონაში” კუმანთან მუშაობა უწევდა, შევამჩნიე, რომ მოტივაცია აკლდებოდა. რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობს, რაც მისი მსგავსი ფეხბურთელისგან სწორი არ არის.
მესი და რონალდუ ერთმანეთისაგან განსხვავებულები არიან. რონალდუ იბრძვის და მას უნდა, რომ გუნდი ახალ საფეხურზე აიყვანოს”, – თქვა ვან დერ ვარტმა Ziggo Sport-ის ეთერში

კომენტარები
შორენა ბეგაშილი:"ფეხბურთი დიდად არ მაინტერესებს, თუმცა რონალდუ და მესი...
შორენა ბეგაშილი:"ფეხბურთი დიდად არ მაინტერესებს,...
23-02-2020, 22:44
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно