მიქაუტაძე გატანას ისევ ეცდება - "სერენმა" კარში ყველა დარტყმა გოლად აქცია

მიქაუტაძე გატანას ისევ ეცდება - "სერენმა" კარში ყველა დარტყმა გოლად აქცია

ახალი ამბები / ფეხბურთი
25-11-2021, 01:22



შაბათს, 27 ნოემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენი" "სტ ტრუიდენს" უმასპინძლებს. შეხვედრის შესახებ posmetromedan-ი წერს:

"ლეუვენთან" (3:1) გამარჯვების შემდეგ მასპინძლებს იმედი აქვთ, რომ წარმატებას ისევ მიაღწევენ. მათ კარისკენ 12-ჯერ დაარტყეს, კარში წასული სამივე დარტყმა კი გოლად აქციეს. "სერენს" ბურთის ფლობა 47% ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, ისევე როგორც ფრანგები - იუსეფ მაზიზი და ჯერალდ კილოტა გატანას კვლავ შეეცდებიან, "სტ. ტრუიდენის" მონაწილეობით კი მატჩები ხშირად უხვგოლიანი გამოდის."

შეგახსენებთ, ლევან შენგელიას გუნდთან გამარჯვების შემდეგ, მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 6 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. ჟუპილერ ლიგაში "სერენი" 16 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно