კონკრეტიკა - როგორ და რა შემთხვევაში შეეცდება "ვილიარეალი" კვარაცხელიას შეძენას

კონკრეტიკა - როგორ და რა შემთხვევაში შეეცდება "ვილიარეალი" კვარაცხელიას შეძენას

ახალი ამბები / ფეხბურთი
25-11-2021, 01:17



Elgoldigital-ი იტყობინება, რომ 24 წლის თავდამსხმელი არნო დანჟუმა გრუნეველდი სადებიუტო სეზონში "ვილიარეალში" თვით ხერარდ მორენოსა და დანი პარეხოზე უფრო დიდ ვარსკვლავად ითვლება, ნიდერლანდების ნაკრებშიც იწვევენ, პრემიერლიგის მრავალი გუნდი ეპატიჟება, ადრე თუ გვიან უეჭველი წავა და ამიტომ ახლავეა საჭირო შემცვლელის მოძებნა.

შემცვლელი კი გამოცემის მტკიცებით, "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია უნდა იყოს:

"ეს ფეხბურთელი შვედეთის დამარცხების შემდეგ ესპანეთის ერთ-ერთი გმირი გახდა და ლა ლიგის რამდენიმე კლუბის რადარზე მოხვდა.

20 წლის ნახევარმცველით "ვილიარეალი" დაინტერესდა, რომელიც მას უზარმაზარი პოტენციალის მქონედ მიიჩნევს და რომელსაც კიდევ

მოუწევს განვითარება. ესპანურმა კლუბმა გრუნეველდიის გაყიდვით შეიძლება ხვიჩას შეძენა სცადოს, თუმცა ეს იაფად არ გამოუვა.

კვარაცხელია ფართო პუბლიკისთვის უცნობია
ახლა Transfermarkt-ი ქართველ მარცხენაფლანგელს 18 მილიონ ევროდ აფასებს. ფასი არ კლებულობს და შესაძლოა, 20 მილიონს მიაღწიოს. "ვილიარეალი" ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ამ თანხის დაკლებას ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტის შეტანით შეეცდება, რომლის მიხედვით ფასი ჩატარებულ მატჩებსა და შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გაითვლისწინეთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გრუნეველდის ჰიპოთეტურ გაყიდვაზე იქნება დამოკიდებული".

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუბინმა" კვარაცხელია "ვილიარეალს" 25 მილიონად დაუფასა.

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно