"მესი და რონალდუ დაბერდნენ, ოქროს ბურთს სხვა იმსახურებს", - პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი

"მესი და რონალდუ დაბერდნენ, ოქროს ბურთს სხვა იმსახურებს", - პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი

ახალი ამბები / ფეხბურთი
14-10-2021, 01:38



"პსჟ"-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა განაცხადა, რომ ამ წელს "ოქროს ბურთი" "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას უნდა გადაეცეს.

"კარიმს "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია. ვიღაც ტიტულებს გაიხსენებს. ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ინდივიდუალური ასპარეზობებიც, ფეხბურთელის კლასი, ქარიზმა, სამართლიანი თამაში. ქარიზმისა და ფეირ პლეის თვალსაზრისით კი, ბენზემას მხოლოდ რამდენიმე თუ შეედრება".

"ამ წელს, ჩემი აზრით, ყველაზე ელეგანტურად და ტექნიკურად თამაშობს, მაგალითად, ერთა ლიგაზე ბელგიასთან და ესპანეთთან გატანილი გოლები ავიღოთ. სტატისტიკითაც საუკეთესოთა შორისაა და სხვებს მხოლოდ იმით ჩამორჩება, რომ ამ წელს არც ევროპის ჩემპიონატი და არც ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია. "რეალიდან" კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ კარიერის პიკს მიაღწია".
"იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც "ოქროს ბურთი" თავიანთი სტატისტიკის წყალობით მოიპოვეს. კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი მათგანია. ბრწყინვალე იყო".

"მესის მეტი ნიჭი აქვს, მეტი ოსტატობა, მეტი ელეგანტურობა. მაგრამ ეს ორივე მონსტრი უკვე დაბერდა, რთული პერიოდები ჰქონდათ, ამიტომაც, ჩემი აზრით, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში აღარ მონაწილეობენ. მიეცით ეს ჯილდო ბენზემას, მან დაიმსახურა", - ციტირებს როტენის სიტყვებს RMC Sport.

კომენტარები
"ყველამ დაინახა, რასაც მივაღწიე", - ლევანდოვსკი ოქროს ბურთის მოგების შანსებს აფასებს
"ყველამ დაინახა, რასაც მივაღწიე", - ლევანდოვსკი...
14-10-2021, 01:39
"იმედი მაქვს, ბავშვობის ოცნებას ავიხდენ", - ბენზემა ოქროს ბურთის მოგების შანსებს აფასებს
"იმედი მაქვს, ბავშვობის ოცნებას ავიხდენ", -...
9-10-2021, 16:54
„ხმას ნეიმარსა და მბაპეს მივცემდი, მაგრამ" - მესი ოქროს ბურთზე
„ხმას ნეიმარსა და მბაპეს მივცემდი, მაგრამ" - მესი...
9-10-2021, 09:55
სულშერი: "ასეთ დროს მინდა მოედანზე რონალდუ და კავანი ერთად ვიხილო"
სულშერი: "ასეთ დროს მინდა მოედანზე რონალდუ და...
25-09-2021, 10:05
იბრაჰიმოვიჩი: მე კი არ მაკლია "ოქროს ბურთი", მას ვაკლივარ მე
იბრაჰიმოვიჩი: მე კი არ მაკლია "ოქროს ბურთი", მას...
11-09-2021, 10:12
შორენა ბეგაშილი:"ფეხბურთი დიდად არ მაინტერესებს, თუმცა რონალდუ და მესი...
შორენა ბეგაშილი:"ფეხბურთი დიდად არ მაინტერესებს,...
23-02-2020, 22:44
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно