საინვესტიციო ფონდი მზადაა ბარსელონას ჰოლანდის შეძენაში დაეხმაროს

საინვესტიციო ფონდი მზადაა ბარსელონას ჰოლანდის შეძენაში დაეხმაროს

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-10-2021, 16:25



ბარსელონა“ „დორტმუნდის“ ფეხბურთელით, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდით ინტერესდება. კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ „ბლაუგრანა“ ნორვეგიელ თავდამსხმელს მაინც აქტიურად აკვირდება.

„ბარსას“ ხელმძღვანელებს დიდი სურვილი აქვთ, რომ 21 წლის ფორვარდი ზაფხულში შეიძინონ და Sport-ის ცნობით, არის შანსი მიზანს მიაღწიონ. როგორც კატალონიური გამოცემა წერს, „ბარსელონამ“ რამდენიმე საინვესტიციო ფონდისგან წინადადება მიიღო და ისინი მზად არიან, „ბლაუგრანას“ ტრანსფერის გაჩარხვაში დაეხმარონ.

შეთავაზების მიღების შემთხვევაში, „ბარსა“ ჰოლანდისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ მთავარი გამოწვევა სახელფასო საკითხებს უკავშირდება. სავარაუდოდ, ნორვეგიელი ფეხბურთელი დიდ ანაზღაურებას მოითხოვს და კატალონიელებს მისი დაყოლიება გაუჭირდებათ.

„ბარსას“ გარდა, ჰოლანდით „რეალი“, პსჟ და „ჩელსი“ ინტერესდებიან. Sport-ის ცნობით, „ბლაუგრანას“ უპირატესობა გახლავთ ის, რომ „კამპ ნოუზე“ გადასვლის შემთხვევაში, ნორვეგიელი გუნდის მთავარი ფიგურა გახდება, სხვა კლუბებში კი იგივე სტატუსი გარანტირებული არ აქვს.


კომენტარები
„ბარსას ჩასაბარებლად შესაფერის მომენტს უნდა დაელოდოს" - სუარესის რჩევა ჩავის
„ბარსას ჩასაბარებლად შესაფერის მომენტს უნდა...
1-10-2021, 10:18
Cat Radio: გადაწყდა - კუმანს ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ გაუშვებენ
Cat Radio: გადაწყდა - კუმანს ატლეტიკოსთან მატჩის...
1-10-2021, 10:15
სამორანო: "მბაპე ჰოლანდს რამდენიმე კომპონენტში აღემატება"
სამორანო: "მბაპე ჰოლანდს რამდენიმე კომპონენტში...
20-09-2021, 20:03
ვიერი: "ჰოლანდის შემდეგი გუნდის შესახებ უკვე შემატყობინეს"
ვიერი: "ჰოლანდის შემდეგი გუნდის შესახებ უკვე...
20-09-2021, 20:02
3 ანტირეკორდი ლიგაზე - ბარსელონას საშინელი შედეგი
3 ანტირეკორდი ლიგაზე - ბარსელონას საშინელი შედეგი...
20-09-2021, 11:53
ზიდანი:"ბარსას 10 თავით ვაჯობეთ, მაგრამ ფორტუნამ..."
ზიდანი:"ბარსას 10 თავით ვაჯობეთ, მაგრამ...
19-12-2019, 01:23
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно