სამორანო: "მბაპე ჰოლანდს რამდენიმე კომპონენტში აღემატება"

სამორანო: "მბაპე ჰოლანდს რამდენიმე კომპონენტში აღემატება"

ახალი ამბები / ფეხბურთი
20-09-2021, 20:03



მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან სამორანომ, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდს შორის არჩევანი გააკეთა.

ლეგენდარულმა ჩილელმა ფორვარდმა უპირატესობა ფრანგს მიანიჭა:

"მბაპე რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ის იდეალურად თამაშობს ერთი ერთზე და ამის გარდა, ფრანგი თავდამსხმელი შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებს.

მას არ აქვს კონკრეტული პოზიცია, კილიანს შეტევის ნებისმიერ წერტილში შეუძლია თამაში. ის თანაბრად სახიფათოა, როგორც ფლანგებიდან, ისე მეტოქის საჯარიმოშიც.

არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. ჩემი აზრით, ის ჰოლანდზე მრავალფეროვნების ხარჯზე უფრო მაღლა დგას.

ნორვეგიელი ბომბარდირი არის სისტემის ფეხბურთელი, პსჟ-ს შვიდიანს კი უბრალოდ ყველაფერი შეუძლია. ცხადია, რეალსაც სწორედ მას ვურჩევ", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ექს-გოლეადორმა.

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსის" სახელს უკავშირებენ როგორც წარმოშობით კამერუნელ შემსრულებელს, ისე დორტმუნდის "ბორუსიას" სტრაიკერსაც. ვნახოთ, რომელი მათგანი აღმოჩნდება "ბერნაბეუზე".


კომენტარები
ვიერი: "ჰოლანდის შემდეგი გუნდის შესახებ უკვე შემატყობინეს"
ვიერი: "ჰოლანდის შემდეგი გუნდის შესახებ უკვე...
20-09-2021, 20:02
"რონალდუზე ფიქრით, იუვენტუსი თავს დაისამარებს", - ალეგრი
"რონალდუზე ფიქრით, იუვენტუსი თავს დაისამარებს", -...
18-09-2021, 09:34
17 მატჩში 21 გოლი - ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდი 10 სხვადასხვა გუნდს შეხვდა და გოლი მხოლოდ ერთს ვერ გაუტანა
17 მატჩში 21 გოლი - ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდი 10...
16-09-2021, 01:22
„მარადონა პირველია, მესი დღესდღეობით საუკეთესოა" - შოთა არველაძის ინტერვიუ
„მარადონა პირველია, მესი დღესდღეობით საუკეთესოა"...
7-09-2021, 04:43
"სექსის სანაცვლოდ ის ბევრ ფულს მპირდებოდა" - ვანდა ნარამ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი სკანდალში გახვია
"სექსის სანაცვლოდ ის ბევრ ფულს მპირდებოდა" -...
12-02-2020, 23:26
პერესი:"არც მბაპე მჭირდება და არც ნეიმარი"
პერესი:"არც მბაპე მჭირდება და არც ნეიმარი"...
17-01-2020, 00:04
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно