"ადამიანობას ვერასდროს იყიდის..." - ჰოლანს კაცობას უწუნებენ

"ადამიანობას ვერასდროს იყიდის..." - ჰოლანს კაცობას უწუნებენ

ახალი ამბები / ფეხბურთი
18-09-2021, 10:08



"ჰენსფორდ თაუნის" შემტევმა რის სტიჩმა ერლინ ჰოლანის ამპარტავნობაზე ისაუბრა. ნორვეგიისა და გიბრალტარის დაპირისპირების შემდეგ, რომელიც სკანდინავიელების გამარჯვებით 3:0 დასრულდა, "დორტმუნდის" ფორვარდმა უპატივცემულობა გამოავლინა.

შეგახსენებთ ამ შეხვედრაში ერლინმა გოლი ვერ გაიტანა.

"მიმდინარე სანაკრებო შესვენების დროს გამართულ შეხვედრაში არც ერთ ჩვენგანს ჰოლანის მაისური არ გსურდა, ასე გეტყვით, ჩვენ ის დავაიგნორეთ" - განუცხადა სტიჩმა SUN-ს.

"გასულ მარტს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, როი ჩიპოლინამ შვილისთვის მაისური სთხოვა, მაშინ ნორვეგიამ 3:0 იმარჯვა, მან გოლი ვერ გაიტანა და მე-60 წუთზე შეცვალეს, სწორედ ამიტომ სავარაუდოდ ცუდ ხასიათზე იყო. ტელევიზიასთან




ინტერვიუს შემდეგ როი მივიდა და უთხრა, რომ მისი პატარა ვაჟი ერლინის დიდი გულშემატკივარი იყო, სამახსოვროდ მაისური კი ძალიან გაახარებდა.

ჰოლანმა გახედა, გაიცინა და გზა განგრძო... ის თავისი შემოსავლით უამრავ რამეს მიაღწევს, მაგრამ ადამიანობას ვერასდროს იყიდის, ალბათ მედიაში მასზე ატეხილი აჟიოტაში თავში აუვარდა. ჰოლანს შეეძლო ბავშვის დღე, თვე და წელი გაებედნიერებინა, თუმცა უარი თქვა , სწორედ ამიტომ არავის გვინდოდა ოსლოში მისი ზედა" - თქვა სტიჩმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

კომენტარები
გოლების წვიმა ეტიჰადზე! - სიტიმ ლაიფციგი 6:3 დაამარცხა
გოლების წვიმა ეტიჰადზე! - სიტიმ ლაიფციგი 6:3...
16-09-2021, 01:21
მეტი რა ვქნა, რომ პატივი მცეთ? - ნეიმარი გულდაწყვეტილია
მეტი რა ვქნა, რომ პატივი მცეთ? - ნეიმარი...
11-09-2021, 10:11
კალაძესთან ჩხუბის გამო შესაძლოა 2 სამოქალაქო აქტივისტი დააპატიმრონ
კალაძესთან ჩხუბის გამო შესაძლოა 2 სამოქალაქო...
6-06-2020, 21:47
დედაქალაქის მერმა აქტივისტს, რომელსაც გუშინ დაუპირისპირდა, მაისური აჩუქა
დედაქალაქის მერმა აქტივისტს, რომელსაც გუშინ...
6-06-2020, 13:56
1990 წლის მუნდიალის ფინალური მატჩის მსაჯი: ,,მარადონას გაგდება მატჩის დაწყებამდე შემეძლო''
1990 წლის მუნდიალის ფინალური მატჩის მსაჯი:...
27-04-2020, 14:27
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანა....."
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ...
28-02-2020, 21:17
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно