PREVIEW] ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დიდი დუელით იწყება!

PREVIEW] ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დიდი დუელით იწყება!

ახალი ამბები / ფეხბურთი
14-09-2021, 13:32



დღეს, 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლის სეზონი დაიწყება.

E ჯგუფი

Sportall.Ge

დღის ცენტრალური შეხვედრა "კამპ ნოუზე", "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გაიმართება, ბოლოს ამ გუნდების ერთმანეთთან დაპირისპირება ყველას კარგად ახსოვს (2:8), ამიტომ კატალონიელებს დღეს რევანშის აღება მართებთ.

ხსენებულ შეხვედრაში "ბლაუგრანას" მარტინ ბრაიტვეიტი, სერხიო აგუერო და უსმან დემბელე დააკლდება, კითხვის ნიშნის ქვეშაა ხორდი ალბასა და სერჟინიო დესტის თამაშიც.

თავის მხრივ, "რეკორდმაისტერს" კორენტინ ტოლისო არ ეყოლება, მინდორზე შესაძლოა კინგლის კომანი და სერჟ გნაბრიც ვერ ვიხილოთ.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს 9-ჯერ


დაუპირისპირდნენ, საიდანაც გერმანელებმა 6-ჯერ იმარჯვეს, ორი თამაში კატალონიელებმა მოიგეს, ერთიც ფრედ დასრულდა.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

მეორე შეხვედრა უკრაინაში, კიევის "დინამოსა" და "ბენფიკას" შორის გაიმართება.

მასპინძლები თამაშს დიდი დანაკლისით ხვდებიან, მათ იბრაჰიმ კარგბო, ვლადისლავ კულაჩი, ერიკ რამირესი, არტემ ბასედინი და დენის პოპოვი გამოაკლდებათ.

თავის მხრივ, პორტუგალიელებს ანდრე ალმეიდა და ლუკას ვერისიმო არ ეყოლებათ.

ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც პორტუგალიელებმა 3-ჯერ იმარჯვეს, ერთი შეხვედრა კი უკრაინელებს დაუთმეს.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

F ჯგუფი

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედში" კრიშტიანო რონალდო დაბრუნდა, ახლა კი გუნდთან ერთად შვეიცარიაშია და "იანგ ბოისის" კარის შესატევად ემზადება.

მასპინძლებს დღეს ესტება პეტიგნატი, ნიკო მაიერი, ფაბიან ლუსტენბერგერი, ჯოელ მონტეირო და ჯინ პიერ ნსამე არ ეყოლებათ.

რაც შეეხებათ "წითელ ეშმაკებს", დღევანდელ თამაშს მარკუს რაშფორდი გამოტოვებს, კითხვის ნიშნის ქვეშაა სკოტ მაკტომინეისა და ედინსონ კავანის მოედანზე ხილვაც.

ამ გუნდების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე 2-ჯერ გაიმართა, რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთში, "ვილიარეალსა" და "ატალანტას" შორის გაიმართება.

"წყალქვეშა ნავების" შემადგენლობაში შესაძლოა ხერარდ მორენომ ვერ იასპარეზოს.

ბერგამოელების მხრიდან, ლუის მურიელი და ჰანს ჰატებორი არ იქნებიან.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს პირველად შეხვდებიან, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


G ჯგუფი

Sportall.Ge

ანდალუსიაში, ადგილობრივი "სევილია" "ზალცბურგს" უმასპინძლებს.

მასპინძლები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, თავის მხრივ, ავსტრიელებს სეკოუ კოიტა და ალბერტ ვალჩი გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ზლატკო იანუზოვიჩის თამაშიც.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთის დღეს პირველად დაუპირისპირდებიან, მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

საფრანგეთის ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი "ვოლსბურგს" უმასპინძლებს.

მასპინძლები რენატო სანჩესის, დომაგოი ბრადაჩის, ტიმოტი ვიესა და ჯონათან ბამბას გარეშე ითამაშებენ.

თავის მხრივ, გერმანელებს ხავიერ შლაგერი, უილიანი და ბარტოს ბიალეკი არ ეყოლებათ.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთის დღეს პირველად დაუპირისპირდებიან, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები
რონალდოს ეფექტი - სასიხარულო ინფორმაცია "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებისთვის
რონალდოს ეფექტი - სასიხარულო ინფორმაცია...
14-09-2021, 13:33
ჩეფერინი: "წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგას დატოვებენ"
ჩეფერინი: "წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ისინი...
11-09-2021, 10:17
ვილი სანიოლმა ბულგარეთში ვაკო ყაზაიშვილი არ წაიყვანა
ვილი სანიოლმა ბულგარეთში ვაკო ყაზაიშვილი არ...
7-09-2021, 04:44
ოფიციალურად: ატლეტიკოში დიეგო სიმეონეს მომავალი გაირკვა
ოფიციალურად: ატლეტიკოში დიეგო სიმეონეს მომავალი...
9-07-2021, 07:13
თემურ ქეცბაია:"მოღალატე ისაა ვინც კახი კალაძეს არ მოსწონს, უმადური ხალხი"
თემურ ქეცბაია:"მოღალატე ისაა ვინც კახი კალაძეს არ...
5-07-2020, 21:28
ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონი აღარ განახლდება
ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის 2019/2020...
27-04-2020, 14:48
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно