„ტოპ 5-ში უნდა ვყოფილიყავი" - ჭიკაძე რეიტინგში მე-8 ადგილით უკმაყოფილოა

„ტოპ 5-ში უნდა ვყოფილიყავი" - ჭიკაძე რეიტინგში მე-8 ადგილით უკმაყოფილოა

ახალი ამბები / კრივი
7-09-2021, 04:41



UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე უკმაყოფილოა იმით, რომ ედსონ ბარბოზას დამარცხების შემდეგ, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მხოლოდ ორი საფეხურით დაწინაურდა. „ნინძა“ MmaJunkie-ის ესაუბრა და განაცხადა, რომ ტოპ 5-ში მოხვედრას იმსახურებდა.

„ბედნიერი ნამდვილად არ ვარ. რეიტინგში მე-10 ნომერი ვიყავი და მე-9 პოზიციაზე მყოფი მებრძოლი დავამარცხე. თანაც საუბარი უბრალო მეცხრეადგილოსანზე არ გვაქვს და არც მსაჯების გადაწყვეტილებით მომიგია და არც თანაბარი ბრძოლა ყოფილა. როგორც ვთქვი, მეტოქეებს ცემით ვანადგურებ და ჩემს ბოლო ჩხუბში სწორედ ეს მოხდა.

როცა ედსონ ბარბოზას დონის მოწინააღმდეგეს ამარცხებ და მე-10 ნომერი ხარ, ერთი ან ორი პოზიციით წინსვლაზე მეტს იმსახურებ და ვფიქრობ, სადღაც ტოპ 5-ში უნდა ვყოფილიყავი. იმედი მქონდა, რომ ტოპ 3-ში მოვხვდებოდი, რადგან იქ არის ბიჭი, იაირ როდრიგესი, რომელსაც UFC-ში ჩემი ყოფნის პერიოდში, არც ერთხელ უჩხუბია, მე კი ოქტაგონზე 7-ჯერ გავედი. ორ წელზე ნაკლებ დროში 7 ბრძოლა გავმართე და ეს აუცილებლად აღსანიშნავია. 

სიმართლე გითხრათ, განაწყენებული ვარ. მინდა, საკუთარი თავი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლებს შორის ვიხილო, რადგან სატიტულო ბრძოლის, რაც შეიძლება სწრაფად მიღება მსურს. მაქსთან და იაირთან ჩხუბი ან ისეთი ბრძოლა მინდა, რომელიც საჩემპიონო ქამართან მიმიყვანს. თუნდაც კორეელი ზომბი, თუმცა იცით რა? კატართან ჩხუბი რომ მომცენ, გული არც ამაზე დამწყდება“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა. „ნინძას“ UFC-ში 7-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული და ბარბოზას დამარცხების შემდეგ, მაქს ჰოლოუეი გამოიწვია.


კომენტარები
„მსაჯმა სიკვდილს გადაარჩინა" - ხაბიბი კონორზე
„მსაჯმა სიკვდილს გადაარჩინა" - ხაბიბი კონორზე...
7-09-2021, 04:40
მამაჩემი რომ არ ყოფილიყო, მე არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. ყველაფერი მამას დამსახურებაა. მამაჩემი იყო ერთი უბრალო, მაგრამ ძალიან მიზანდასახული ადამიანი.
მამაჩემი რომ არ ყოფილიყო, მე არ ვიქნებოდი ისეთი,...
19-06-2021, 20:50
"ღამის 2-3 საათამდე მამეცადინებდა და დილის შვიდ საათზე თავიდან მაბარებინებდა გაკვეთილს" - გიორგი ღოღობერიძე
"ღამის 2-3 საათამდე მამეცადინებდა და დილის შვიდ...
30-04-2021, 20:17
“მე ვფიქრობ ეგ ბიჭი, ასეთ ქცევას, რაც მის გარშემო ააგორეს არ იმსახურებდა, ბერა უთბილესი ბიჭია.... ” – პაიჭაძე ბერა ივანიშვილზე
“მე ვფიქრობ ეგ ბიჭი, ასეთ ქცევას, რაც მის გარშემო...
25-03-2021, 22:26
ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა...
13-04-2020, 14:49
არნოლდ შვარცნეგერი:"ავთანდილ ხურციძე ტაისონს, რომ შეხვედროდა...."
არნოლდ შვარცნეგერი:"ავთანდილ ხურციძე ტაისონს, რომ...
27-12-2019, 22:37
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно