„მსაჯმა სიკვდილს გადაარჩინა" - ხაბიბი კონორზე

„მსაჯმა სიკვდილს გადაარჩინა" - ხაბიბი კონორზე

ახალი ამბები / კრივი
7-09-2021, 04:40



UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორთან გამართული ჩხუბი გაიხსენა. „არწივმა“ განაცხადა, რომ ირლანდიელთან ბრძოლას მოუთმენლად ელოდა და ოქტაგონზე მყოფმა მსაჯმა მაკგრეგორის სიცოცხლე გადაარჩინა.

„ბრძოლის დღეს ბედნიერი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ როგორც იქნა, კონორის წინააღმდეგ ვიჩხუბებდი. მან უამრავი ცუდი რამ თქვა და ეს ბრძოლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მოსამზადებელი პერიოდისას მხოლოდ ის მინდოდა, რომ ტრავმა არ მიმეღო.

მიუხედავად ამისა, მაკგრეგორთან ჩხუბამდე ზურგისა და მუხლის პრობლემები მქონდა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მასთან ბრძოლის გამართვის საშუალება მომეცა. ოქტაგონზე გასვლისას მის თვალებს ვეძებდი. ჩხუბის დაწყებამდე მაკგრეგორი მებრძოლივით იქცეოდა, მაგრამ ჩემთან მოახლოების შემდეგ, თვალებში ვერ შემომხედა. კონორი აქეთ-იქით იყურებოდა და ვფიქრობ, ჰერბ დინმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა. ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ. დინმა იგი სიკვდილისგან იხსნა.

წარმოიდგინეთ, მსაჯი რომ არ ყოფილიყო, რა მოხდებოდა. კონორისთვის ყველაფერი ფატალურად დასრულდებოდა. იგი დანებდა, მაგრამ ხელები ძლიერად მქონდა მოჭერილი. ბრძოლას ახლიდან რომ უყუროთ, ნახავთ, რომ მსაჯს ძალის გამოყენება მოუწია, რათა მისთვის ხელები გამეშვა“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა კონორის შესახებ რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ UFC-ში მორიგი მარცხის შემდეგ, ირლანდიელის კარიერა დასრულებულია. „არწივი" თვლის, რომ მაკგრეგორი UFC-ში წარმატებას ვეღარასდროს მიაღწევს.

კომენტარები
„ტოპ 5-ში უნდა ვყოფილიყავი" - ჭიკაძე რეიტინგში მე-8 ადგილით უკმაყოფილოა
„ტოპ 5-ში უნდა ვყოფილიყავი" - ჭიკაძე რეიტინგში...
7-09-2021, 04:41
ცურვა არ იცოდა, მაგრამ მდინარეში მაინც გადახტა - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირა
ცურვა არ იცოდა, მაგრამ მდინარეში მაინც გადახტა -...
23-08-2021, 20:37
ბიჭმა, რომელმაც დღეს სიცოცხლე მოზარდის გადასარჩენად გაწირა, რამდენიმე კვირის წინ რიონში გადავარდნილი ბავშვიც გადაარჩინა - რას წერენ შოთა ქარსელაძეზე?
ბიჭმა, რომელმაც დღეს სიცოცხლე მოზარდის...
5-07-2021, 21:04
ქალი მშობიარობიდან 8 საათის შემდეგ გარდაიცვალა და 50 ადამიანის სიცოცხლე იხსნა
ქალი მშობიარობიდან 8 საათის შემდეგ გარდაიცვალა და...
5-02-2021, 14:28
მესამე სტადიის სიმსივნე დამიდგინეს ცხოვრება თავზე დამენგრა, ერთ დღეს ექიმთან გიჟივით შევარდი და ვუთხარი, თუ საჭირო გახდა კიდურებიც მომაჭერი ჩემ შვილს დედა სჭირდება თქო, ექიმმა კი იცით რა გააკეთა ამ დროს?
მესამე სტადიის სიმსივნე დამიდგინეს ცხოვრება თავზე...
25-09-2020, 20:11
ხაბიბ ნურამგედოვი: ქართველები არ მიყვარს და..
ხაბიბ ნურამგედოვი: ქართველები არ მიყვარს და.....
28-12-2019, 14:59
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно